ეზატი

სოფელი
ეზატი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი კასპის მუნიციპალიტეტი
თემი კავთისხევი
კოორდინატები 41°51′39″ ჩ. გ. 44°25′18″ ა. გ. / 41.86083° ჩ. გ. 44.42167° ა. გ. / 41.86083; 44.42167
ცენტრის სიმაღლე 720
მოსახლეობა 224[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ეზატი — საქართველო
ეზატი
ეზატი — შიდა ქართლი
ეზატი
ეზატი — კასპის მუნიციპალიტეტი
ეზატი

ეზატისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში (კავთისხევის ადმინისტრაციული ერთეული).[1]

მდებარეობს მდინარე კავთურის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 720 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 10 კილომეტრით, კავთისხევიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) — 6 კმ-ით.

ისტორია

სოფელი ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია XIV საუკუნეში. 1398 წელს ალექსანდრე მეფემ ეზატის შეწირულობა განუახლა სვეტიცხოველს. XVII საუკუნეში გიორგი სააკაძემ ეზატის მამულები უბოძა იმერეთიდან გადმოსულ ჩივაძეებს. ვახუშტი ბატონიშვილის აღწერით (XVIII ს.) ეზატი კავთისხევს ეკუთვნის.

სოფელში, ჩივაანთ უბანში, შემორჩენილია გვიანი ფეოდალური ხანით დათარიღებული იოანე ნათლისმცემლის მცირე დარბაზული ეკლესია და ციხე-კოშკის ნანგრევები.

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 224 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 307 148 159
2014[1] 224 109 115

ლიტერატურა

სქოლიო

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!