პარტია მონაწილეობდა 2010 წლის თვითმართველობის არჩევნებში, სადაც ვერ მოიპოვა მაჟორიტარული მანდატები და პროპორციული მანდატების მისაღებად აუცილებელი 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა ყველა თვითმმართველ ერთეულში, გარდა ერთისა: მესტიის მუნიციპალიტეტში პარტიამ მიიღო ხმათა 9%. 2011 წლის 24 ივნისს საქ. პარლამენტმა კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია გაეროს ჟენევის ოფისის ეგიდით მოქმედი ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირსა და მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად/ელჩად დაამტკიცა.[1] კოკო გამსახურდიას შეუწყდა დეპუტატის უფლებამოსილება, რის შედეგად პარტიამ დაკარგა წარმომადგენელი საქ. პარლამენტში.
პარტიამ დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა 2012 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში (როგორც საარჩევნო სუბიექტმა „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“), მაგრამ ვერ გადალახა აუცილებელი 5%-იანი ბარიერი.
პოლიტიკური პლატფორმა
პარტია მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მისი ძირითადი მხარდამჭერები არიან ზვიად გამსახურდიას ყოფილი მომხრეები.
გია ნოდია, ალვარო პინტო სქოლტბახი: «საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი: პოლიტიკური პარტიები: მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები» CIPDD, 2006 ISBN 90-5972-113-6