ირანისტიკა არის ინტერდისციპლინური მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ირანულ და სპარსულ სულიერ და მატერიალურ მემკვიდრეობას უძველესი დროიდან დღემდე (ძველი ირანისტიკა <=> ახალი ირანისტიკა). ირანისტიკის კვლევის სფეროში შედის ირანის ისტორიის, ლიტერატურის, ხელოვნების და საერთოდ კულტურის პრობლემატური საკითხების მეცნიერული შესწავლა–დამუშავება. ყოველივე კი ეფუძნება ირანული ენების შესწავლას.