ელ-მარჯის რაიონი (არაბ. المرج) — ლიბიის ერთ-ერთი რაიონი. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ელ-მარჯი, რომელსაც წარსულში, ძველ ბერძენთა დროს ბარკა ერქვა. რაიონი მდებარეობს კირენაიკის პლატოზე, ჯებელ-ახდარის მაღლობის დასავლეთ დაბოლოებაზე. 2007 წელს, ლიბიის ადმინისტრაციული მოწყობის რეორგანიზაციის შედეგად, ელ-მარჯის შეუერთდა ჰიზამ-ელ-ახდარის რაიონი.[2]
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო