ვადი-ეშ-შატი (არაბ. وادي الشاطئ) — ლიბიის ერთ-ერთი რაიონი. მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ-დასავლეთ ნაწილში. ტერიტორია ძირითადად უდაბნოა. დედაქალაქია ბრაქი.
რაიონს დასავლეთით ესაზღვრება ალჟირი. სახელი ეწოდა იგივე სახელის გეოლოგიური დეპრესიისგან (ვადი-ეშ-შატი), რომელიც დაახლოებით 140 კმ-ზეა გადაჭიმული.
1943 წელს, ქალაქ ბრაქის სიახლოვეს აღმოაჩინეს ძალიან ვრცელი, მაგრამ ღარიბი რკინის მადნის დეპოზიტების საბადო.[2][3]
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო
- ↑ Districts of Libya. statoids.com. ციტირების თარიღი: 27 October 2009.
- ↑ Mobbs, Philip M.(2000) "The Mineral Industry of Libya" U.S. Geological Survey Minerals Yearbook — 2000 United States Geological Survey
- ↑ Goudarzi, Gus H., (1970) Geology and Mineral Resources of Libya — A Reconnaissance U.S. Geological Survey Professional Paper 660, Government Printing Office, Washington, D.C., pp. 2, 57, 63-69, OCLC 88823