დიცი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: არბო, დიცი, ქორდი).
მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე პატარა ლიახვის მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 880 მეტრის დონეზე, გორიდან 27 კილომეტრის დაშორებით. სოფელში დგას გვიანდელი ფეოდალური ხანის ღვთისმშობლის ეკლესია.
ისტორია
დიცი იხსენიება ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) იმ სოფლების სიაში, რომელთა სავარგულები მდ. პატარა ლიახვით ირწყვება.
1905 წლის 14 მარტს, სოფელში მოხდა გლეხთა მღელვარება. გლეხებმა დაარბიეს სოფლის კანცელარია, გაანადგურეს იქ დაცული საბუთები. 1921-1922 წლებში დიცის თემში შედიოდა სოფლები ვანათი, აწრისხევი, საცხენეთი, ხოშური, ხადურიანთკარი. დიცის თემი შედიოდა გორის მაზრის ცხინვალის რაიონში.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 1 072 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
1258 |
635 |
623
|
2014[1] |
1072 |
539 |
533
|
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
სქოლიო