ზემო ხვითი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში (ნიქოზის თემი). მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე ლიახვის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 835 მეტრი, გორიდან 31 კილომეტრი.
ისტორია
1859 წელს, სოფელში, მდინარე ლიახვის მარჯვენა ნაპირზე მოხდა მემამულე თაქთაქიძის (თაქთაქიშვილი) წინააღმდეგ მიმართული გამოსვლა.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 627 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
839 |
427 |
412
|
2014[1] |
627 |
319 |
308
|
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
სქოლიო