დვანი — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: დვანი, ტახტისძირი).
მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე აღმოსავლეთის ფრონის ნაპირზე, ზღვის დონიდან 780 მ-ზე, ქარელიდან 20 კმ-ში.[2]
ივარაუდება, რომ დვანი ფრონის ხეობის ცენტრი იყო გვიანდელ ბრინჯაოს ხანაში. წინა- და ადრეფეოდალურ ხანაში მის დაწინაურებაზე უნდა მიუთითებდეს VII საუკუნის სომხური გეოგრაფია, რომელიც „დვანის ველად“ მოიხსენიებს ფრონისპირეთს.[3] მოსახლეობა ადრე მაღლობზე ყოფილა, თუმცა უწყლოობის გამო შემდეგ დაბლობზე, ფრონის ნაპირზე გადასულა.[4]
ფეოდალური საქართველოს ერთიანობის ხანაში დვანი ქართლის საერისთავთერისთავოში შედიოდა, ხოლო ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური დაშლის შემდეგ (XVI საუკუნიდან) — ქსნის ერისთავთა სათავადოში.[5] სოფელი მოხსენიებულია იოანე ბაგრატიონის 1794-1799 წლების აღწერაში.[6] 1804 წლისათვის დვანში 8 კომლი ცხოვრობდა, რომელიც ფავლენიშვილებს ეკუთვნოდა.[4] 1921 წლამდე შედიოდა წუნარის თემში. 1921 წელს შევიდა დირბის თემში.
სოფელი მდებარეობს ე. წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დვანი იყო ერთ-ერთი პირველი სოფელი, რომელიც ცხინვალიდან ინტენსიურად დაიბომბა 6-7 აგვისტოს. 2013 წელს სოფელი დააზარალა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულმა ე. წ. ბორდერიზაციამ — საზღვრის უკანონო მონიშვნამ.[7]
2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 763 ადამიანი.
სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, 1 კმ-ზე, კონუსური მთის წვერზე, მდებარეობს კუპელჰალეს სტილის კოხიჯვრის წმინდა გიორგის ეკლესია. იგი სტილისტური ნიშნებით თარიღდება VI საუკუნის III მეოთხედით. ეკლესიაში იმართებოდა რიტუალური დღესასწაული — ხატობა, ე.წ. კვართობა.[5]
აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალით დასტურდება აქ სკვითებისა და კიმერიელების კვალი (იხ. აგრ. სკვითებისა და კიმერიელების შემოსევები).[5] შიდა ქართლის 1955 წლის დაზვერვითმა ექსპედიციამ დვანში მიაკვლია ადრეული და გვიანი ბრინჯაოს ხანის სამოსახლო გორებს.[9]
დვანთან ახლოს გაითხარა სატაძრო კომპლექსი „დედოფლის მინდორი“, რომელიც ძვ. წ. I საუკუნით თარიღდება. ივარაუდება, რომ გვიანბრინჯაოს ხანაში ფრონის ხეობის ცენტრი იყო დვანი, ანტიკურ ხანაში კი დედოფლის მინდორი.[3]
ქარელი
აგარა
აბანო · აბისი · აბისისთავი · ავლევი · არადეთი · ატოცი · აფნისი · ახალსოფელი · ბანი · ბატიური · ბებნისი · ბერძენაული · ბრეთი · ბრეთის მეურნეობა · ბრეძა · გვერძინეთი · გულიკაანთუბანი · დვანი · დირბი · დოღლაური · ელბაქიანთკარი · ვედრება · ველისციხე · ზემო ლეთეთი · ზემო შაქშაქეთი · ზემო ხვედურეთი · ზღუდერი · თათანაანთუბანი · თამარაშენი · იმერხევი · კეხიჯვარი · კლდუ · კნოლევი · კოდა · კოდავარდისუბანი · კოდმანი · კრობანი · კუდატყე · ლეთეთი · მეხეთი · მოხისი · მუხილეთი · ორთუბანი · ოქროსოფელი · რუისი · სათერძე · სამწევრისი · სანებელი · სასირეთი · საღოლაშენი · საციხური · სუქანაანთუბანი · სუქითი · ტახტისძირი · ტყემლოვანა · ურბნისი · ფცა · ქვათეთრი · ქვემო ლეთეთი · ქვემო შაქშაქეთი · ქვემო ხვედურეთი · ქვენატკოცა · ქვენაფლავი · ქობესაანთუბანი · ღვლევი · ღოღეთი · ყინწვისი · ცერონისი · ძლევიჯვარი · წვერი · წითელსოფელი · წიფლოვანა · ჭანდრები · ჭვრინისი · ხეობა · ჯაგარაანთკარი