ბრეძა — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: აბანო, ატოცი, გულიკაანთუბანი, კოდა, საციხური, ჭვრინისი). მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე დასავლეთის ფრონეს ნაპირას. ზღვის დონიდან 720 მეტრი, ქარელიდან 26 კილომეტრი.
სოფელში, კვირაცხოვლის ეკლესიასთან, იწყება მნიშვნელოვანი ისტორიული გზა (სიგრძე დაახლოებით 20 კილომეტრი, ამჟმად ნაწიობრივ გაუქმებულია). გზა გადის მდინარე აღმოსავლეთის ფრონეზე, მიემართება სოფელ აბანოსაკენ, ჩაუვლის კლდეში ნაკვეთ გამოქვაბულს და გოგირდოვან წყაროებს, ადგილ ციხიანასთან შედის მდინარე დასავლეთ ფრონის ხეობაში და მიემართება ჩრდილო-დასავლეთისკენ, გაივლის სოფელ წნელისს (ზნაურის რაიონი) და სოფელ გვირგვინასთან უხვევს სამხრეთ-დასავლეთისკენ, გაივლის მდინარე ქვაბთაღელეს, სადაც განვითარებულ ფეოდალური ხანის გუმბათოვანი ეკლესიის - გვირგვინას ნანგრევებია. ქვაბთაღელის ნაპირზე, ფრიალო კლდეში გაჭრილი კლდეკარებით გზა ადგილ ჯვართან გადადის ლიხის ქედს და ჩადის მდინარე ჭერათხევისა და მდინარე ყვირილას ხეობაში სოფელ კორბოულთან.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 496 ადამიანი.
სოფელში ცხოვრობენ მეყანწიშვილები, მოსიაშვილები, ვართასაშვილები, შუბითიძეები, გოგალაძეები, გოგიჩაშვილები, ნადირაძეები და სხვები.
ქარელი
აგარა
აბანო · აბისი · აბისისთავი · ავლევი · არადეთი · ატოცი · აფნისი · ახალსოფელი · ბანი · ბატიური · ბებნისი · ბერძენაული · ბრეთი · ბრეთის მეურნეობა · ბრეძა · გვერძინეთი · გულიკაანთუბანი · დვანი · დირბი · დოღლაური · ელბაქიანთკარი · ვედრება · ველისციხე · ზემო ლეთეთი · ზემო შაქშაქეთი · ზემო ხვედურეთი · ზღუდერი · თათანაანთუბანი · თამარაშენი · იმერხევი · კეხიჯვარი · კლდუ · კნოლევი · კოდა · კოდავარდისუბანი · კოდმანი · კრობანი · კუდატყე · ლეთეთი · მეხეთი · მოხისი · მუხილეთი · ორთუბანი · ოქროსოფელი · რუისი · სათერძე · სამწევრისი · სანებელი · სასირეთი · საღოლაშენი · საციხური · სუქანაანთუბანი · სუქითი · ტახტისძირი · ტყემლოვანა · ურბნისი · ფცა · ქვათეთრი · ქვემო ლეთეთი · ქვემო შაქშაქეთი · ქვემო ხვედურეთი · ქვენატკოცა · ქვენაფლავი · ქობესაანთუბანი · ღვლევი · ღოღეთი · ყინწვისი · ცერონისი · ძლევიჯვარი · წვერი · წითელსოფელი · წიფლოვანა · ჭანდრები · ჭვრინისი · ხეობა · ჯაგარაანთკარი