გურამ ლორთქიფანიძე (დ. 6 მაისი, 1930, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 6 იანვარი, 2008) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1980).
ბიოგრაფია
1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1969 წელს კი საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სცენარისტისა და რეჟისორის ორწლიანი კურსები. 1949–1972 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ მსახიობად, რეჟისორის თანაშემწედ; 1972–1980 წლებში საქართველოს ტელევიზიაში რეჟისორად; 1981 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ რეჟისორია. გადაღებულია მრავალ ფილმში საქართველოსა და საზღვარგარეთ. დიდი პოპულარობა მოუტანა აგულის როლმა ( „არაჩვეულებრივი გამოფენა“, რეჟ. ელდარ შენგელაია, 1968). გურამ ლორთქიფანიძე 2008 წლის 6 იანვარს გულის შეტევით გარდაიცვალა.[1]
ფილმოგრაფია
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო