პავლე ჩარკვიანი (დ. 3 თებერვალი, 1935, თბილისი — 28 მაისი, 2018, იქვე) — ქართველი რეჟისორი და სცენარისტი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.[1]
ბიოგრაფია
დაიბადა 1935 წლის 3 თებერვალს თბილისში. 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა ლიტერატურის კონსულტანტად და მთავარ რედაქტორად კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ და თბილისის ტელევიზიაში, 1969 წლიდან — დუბლიორთა განყოფილების უფროსი, 1968-1970 წლებში ხელმძღვანელობდა სასცენარო სახელოსნოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1974 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის სასცენარო და სარეჟისორო კურსები. არის ანიმაციური ფილმების ავტორი. 1972 წლიდან კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ დამდგმელ რეჟისორად მუშაობდა.
პავლე ჩარკვიანი 2018 წლის 28 მაისს გარდაიცვალა, დაკრძალულია თბილისში, კუკიის სასაფლაოზე.[2]
ფილმოგრაფია
დამდგმელი რეჟისორი
სცენარის ავტორი
- 1968 — „ტარიელ გოლუა“
- 1968 — „დედისერთა ლენინთან“
- 1973 — „ლია, პაპა და პატარა მედოლე“
- 1975 — „უცხო ფრინველი“
- 1975 — „ივანიკა და სიმონიკა“
- 1977 — „როცა დედები შინ არ არიან“
- 1979 — „კარიერი“
- 1984 — „ზოგი ჭირი მარგებელია“
- 1988 — „ჭა“
- 1998 — „ჩემი ძვირფასი, სანატრელი ბაბუ“
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო