კუნძულები სწორი და ვაკეა, ზღვის დონიდან მაქსიმალური სიმაღლით 12 მეტრი და შემოფარგლულია ვრცელი მთლიანი მარჯნის რიფით. გრანდ-გლორიოსი დაფარულია ხშირი ტყით და გარშემორტყმულია თეთრი ქვიშით. ის თითქმის იდეალურად მრგვალია, რომლის დიამეტრი შეადგენს დაახლოებით 2,5 კმ-ს. ილ-დუ-ლისი დაფარულია შედარებით ნაკლები რაოდენობის მცენარეულობით და შედგება კლდეებისაგან, ქვიშიანი დიუნებისგან და მანგროს მცენარეულობისაგან. მას მოგრძო ფორმა აქვს, დაახლოებით 600 მეტრი და შეუძლია დაიტიოს ბევრი ზღვის ფრინველი და კუ.
ლაგუნა მდებარეობს ჩაღრმავებულ ადგილას და ნაწილობრივ მშრალია. კლიმატი ტროპიკულია, რაც ხელს უწყობს მარადმწვანე მცენარეების არსებობას. საშუალო ტემპერატურა მერყეობს დაახლოებით 28 °C-ის ფარგლებში, ტენიანობა 81 %-დან 84 %-მდე. კუნძულები ზოგჯერ განიცდიან ტროპიკული ციკლონების ზემოქმედებას.[1]საფრანგეთის უცხოური ლეგიონი
გლორიოსის კუნძულებზე მდებარეობს საფრანგეთის უცხოური ლეგიონის მცირე შეიარაღებული ძალები თვითმფრინავებისთვის გრუნტიანი ასაფრენ დასაჯდომი ზოლით, მეტეოსადგურით და რადიოსადგურით. ბაზა ასევე ემსახურება ბუნების მკვლევარ მეცნიერებს.