ბუჩქისძირა (Corydalis) — მრავალწლოვან მცენარეთა გვარი ყაყაჩოსებრთა ოჯახისა. აქვს გორგლისებრ გამსხვილებული ფესვები და კენწრულ მტევნებად შეკრებილი თეთრი, ყვითელი, მოწითალო ან იისფერი ყვავილები.
ცნობილია 100-მდე სახეობა. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. აგრეთვე გვხვდება ციმბირსა და შუა აზიის მთებში.
საქართველოს ტყეებში და ალპურ მდელოებზე იზრდება 9 სახეობა, მათგან ერთი საქართველოს ენდემია (Corydalis vittae), ორი კავკასიისა (Corydalis alexeenkoana, Corydalis emanueli). ბუჩქისძირა თაფლოვანი მცენარეა. მრავალი სახეობა დეკორატიულია.
გალერეა
-
ბუჩქისძირა
-
ბუჩქისძირა თეთრი
-
ბუჩქისძირა მოწითალო
ლიტერატურა