ყაყაჩოსებრნი (ლათ. Papaveraceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. უმეტესად მრავალწლოვანი ან ერთწლოვანი ბალახები, იშვიათად ბუჩქები ან პატარა ხეებია.
ცნობილია 25-მდე გვარი (450 სახეობა); გავრცელებულია ძირითადად ჩრდ. ნახევარსფეროში, ზომიერ ან სუბტროპიკულ სარტყელში. საქართველოში გვხვდება 5 გვარი, ქრისტესისხლა, გლაუციუმი, როემერია, არგემონე, ყაყაჩო.
ყაყაჩოსებრთა ოჯახს ზოგჯერ შავთარას და ბუჩქისძირას გვარებს აკუთვნებდნენ; ჰიპეკოუმის გვარს კი ცალკე ოჯახად (Hypecoaceae) გამოყოფენ.
ლიტერატურა