1989 წელს ქვეყანაში დაიწყო დემოკრატიული ცვლილებები და 1989 წლის შემოდგომაზე გადააყენეს კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი ტოდორ ჟივკოვი. 1990 წელს ბულგარეთის კომუნისტური პარტია გადაკეთდა ბულგარულ სოციალისტურ პარტიად, რომელმაც გაიმარჯვა ქვეყანაში ჩატარებულ პირველი თავისუფალ არჩევნებში. ქვეყნის დასახელება შეიცვალა და გახდა ბულგარეთის რესპუბლიკა.
ეკონომიკა
ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკას სოციალისტური ბანაკის ქვეყნებისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო მაჩვენებელი ჰქონდა. თუმცა მყიდველობითი უნარი ერთ-ერთი ყველაზე დაბალი. 1988 წლის მონაცემებით: 100-დან 100 ოჯახს ჰქონდა ტელევიზორი, 100-დან 95-ს ჰქონდა რადიო, 100-დან 96-ს ჰქონდა მაცივარი და 100-დან 40-ს ჰყავდა ავტომობილი.[4]