ბელონა (ლათ.Bellona სიტყვა Bellum - ომიდან) — ძველრომაული ომის ქალღმერთი, შედიოდა მარსის გარემოცვაში. თავდაპირველად იგი საბინური ქალღმერთი იყო. ითვლებოდა მარსის დედად, ზოგი თქმულებით კი დად ან გამზრდელად და ქვესკნელის ქალღმერთად. ძვ. წ. 458 წელს მის პატივსაცემად აიგო ტაძარი, რომელთანაც ტარდებოდა ომის გამოცხადების ცერემონია. ფეციალი ქურუმები შუბს სტყორცნოდნენ ადგილს, ომლიც მტრის მიწების სიმბოლო იყო.
ძვ. წ. I საუკუნიდან ბელონას აიგივებდნენ კაპადოკიელ ქალღმერთ მასთან და მისმა კულტმა ორგიული სახე მიიღო, რომელშიც რომის მოქალაქეებს არ შეეძლოთ მონაწილეობის მიღება. ბელონას უცხოეკლები ემსახურებოდნენ. ბელონას კულტი, სხვა აღმოსავლურ კულტებთან ერთად რომში III საუკუნიდან გავრცელდა, მისი ქურუმები შავ სამოსს და მაღალ ქუდებს ატარებდნენ.