იანუსი (ლათ.Ianus) — რომაულ მითოლოგიაში დროის, კარისა და კარიბჭეების, შესასვლელ-გასასვლელის, ყოველივე დასაწყისისა და დასასრულის, ყველა საქმის წამოწყების ღვთაება. იანუსის ორი თავი ნიშნავდა იმას, რომ იგი ერთი თავით იყურებოდა წარსულში, ხოლო მეორეთი მომავალში. სწორედ იანუსი არის ახალი წლის დამაარსებელი ღმერთი, რადგან მისი სახელიდან მომდინარეობს თვე იანვარი.
მემკვიდრეობა
შუა საუკუნეებში, იანუსი წარმოადგენდა გენუას სიმბოლოს, რომლის იმდროინდელი სახელიც იყო იანია Ianua.[1] პადუას მახლობლად მდებარე სელვაზანო-დი-დენტროს კომუნაში იყო იანუსისადმი მიძღვნილი სამსხვერპლო, მისი გამოსახულებით. თუმცა მისი არსებობა არ არის დადასტურებული. იანუსის მარჯვენა ხელის თითებზე რიცხვი „CCC“ (300) იყო დაწერილი, ხოლო მარცხენაზე კი — „LXV“ (65), რაც წელიწადში დღეების რაოდენობას აღნიშნავდა.
კატები
კატები რომლებიც იბადებიან ერთი სხეულით და ორი თავით უწოდებენ იანუსის კატებს.[2]
წყაროები
Dumézil, Georges (2001). La religione romana arcaica. Milan: Rizzoli, გვ. 291. ISBN8817866377.
Ferrari, Anna (2001). Dizionario di mitologia greca e latina. Milan: Rizzoli. ISBN8817866377.