ანზაკის ტრადიცია დაიწყო პირველი მსოფლიო ომის დროს 1915 წელს "ანზაკის ყურესთან" (თურქეთის ეგეოსის სანაპირო) გალიპოლის ბრძოლის შემდეგ. სანავიგაციო შეცდომის გამო ანზაკები ნაპირზე გადმოსხდნენ დანიშნულების ადგილიდან ჩრდილოეთით ერთ მილში. სავარაუდო ქვიშიანი სანაპიროსა და მცირე შემაღლების ნაცვლად ჯარისკაცები მაღალი ციცაბო კლდის ძირას აღმოჩდნენ, რამაც თურქეთის რაზმებს იდეალური თავდაცვითი პოზიცია მისცა. ამგვარი პოზიციიდან ანზაკელებისთვის თავდასხმის განხორციელება შეუძლებელი გახდა. რვა თვის გააფრთებული ბრძოლების შემდეგ მოკავშირეები იძულებული იყვნენ უკან დაეხიათ, დატოვეს რა უკან ანზაკთა 10 000-მდე მოკლული ჯარისკაცი.
↑Anzac. Collins English Dictionary. Collins. ციტირების თარიღი: 16 June 2013.
↑ANZAC Day. Australian War Memorial. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 24 April 2013.
↑Anzac Day Today. Anzac.govt.nz. New Zealand Ministry for Culture and Heritage. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 აპრილი 2011. ციტირების თარიღი: 22 April 2011.