ეს სტატია კირილური გრაფემა І-ს შესახებაა. მსგავსი კირილური გრაფემებისთვის იხილეთ: І, І́, Ї, Ї́, Ӏ. ასევე, თუ გაინტერესებთ: კირილური გრაფემა Ӏ-სთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელობები, იხილეთ Ӏ (მრავალმნიშვნელოვანი); ლათინური გრაფემა I-სთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელობები, იხილეთ I (მრავალმნიშვნელოვანი); ბერძნული გრაფემა Ι-სთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელობები იხილეთ Ι (მრავალმნიშვნელოვანი).
І, і (ი) — კირილიცას (სლავური დამწერლობის) მეთერთმეტე ასო. ის ხმოვანია და შეესატყვისება ქართულ „ი“-ს. გამოიყენება უკრაინულ, ბელობუსულ და ყაზახურ ენებში. რუსულ ენაში 1918 წლის წერის რეფორმის შემდეგ რუსული კირილური ანბანიდან ამოიღეს І. იგი ჩაანაცვლა И-მ. დიდი და პატარა ასოს მოხაზულობა იდენტურია ლათინურიI-ს. კირილიცაში მისი რიცხვითი მნიშვნელობაa — ოცი (20).