ჯერ კიდევ სულხან-საბას დროს იყო ამ ასო-ნიშნის ქართულში დამკვიდრების მცდელობები, რომლის მიხედვითაც იგი უნდა გამოსახულიყო ასე: ჶ. ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდა და დღესდღეობით ისეთი უცხოური, საერთაშორისო მოხმარების სიტყვების ქართულში გადმოსატანად, როგორიცაა functio (ან Funktion) და punctio (ან Punktion) გვაქვს შემდეგი სურათი; functio (ფუნქცია) და punctio (პუნქცია).