ჰერმან პოტოჩნიკი დაიბადა პოლაში (ახლანდელი პულა), ისტრიაში, რომელიც ავსტრია-უნგრეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა (ახლანდელი ხორვატია). მისი ოჯახი წარმოშობით ქვემო შტირიიდან იყო(ახლანდელი სლოვენია). პოტოჩნიკის მამა ჟოზეფი (დ. 1841) ვაჟის დაბადებისას მსახურობდა ექიმად და საზღვაო ოფიცრად ავსტრია-უნგრეთის საზღვაო ნავსადგურ პოლაში. დედა მინკა, ჩეხი ემიგრანტების შთამომავალი, შუშის ჭურჭლის მწარმოებლის, ცნობილი მევენახის და ადგილობრივი მრჩევლის, იოზეფ კოკოშინეკის ქალიშვილი, დაიბადა 1854 წლის 7 თებერვალს; ვიტანიაში.
როდესაც 1894 წელს ჰერმანის მამა გარდაიცვალა , დედამ ოჯახი მარიბორში გადაიყვანა. ჰერმანს ჰყავდა ორი ძმა, ადოლფი და გუსტავი (ორივე საზღვაო ოფიცერი) და და, ფრანჩისკა (ფრანცი). ბავშვობის წლების უმეტესი ნაწილი მან გაატარა მარიბორში და, გადმოცემის მიხედვით, ვიტანიაში. [6] პოტოჩნიკმა დაწყებითი განათლება მარიბორის სკოლაში მიიღო შემდეგ სწავლა განაგრძო მორავიაში ფიშაუსა და ჰრანიცეს სამხედრო საშუალო სკოლებში. მისი ბიძა ჰაინრიხი არმიის გენერალ-მაიორი იყო და, სავარაუდოდ, ავსტრიის სამხედრო სკოლებში სწავლა მისი დახმარებით მოახერხა.
1910-1913 წლებში სწავლობდა სამეფო და იმპერიულ ტექნიკურ სამხედრო აკადემიაში ვენის მახლობლად ქვემო ავსტრიაში (Niederösterreich) მოდლინგში, სადაც დაეუფლა რკინიგზისა და ხიდების მშენებლობის ინჟინრის პროფესიას.[7]
პირველი მსოფლიო ომის დროს მსახურობდა გალიციაში, სერბეთსა და ბოსნიაში; 1915 წელს დააწინაურეს უფროს ლეიტენანტად. 1919 წელს,კაპიტნის წოდებით, ჯანმრთელობის მიზეზების გამო ( ტუბერკულოზი ) იძულებული გახდა პენსიაზე გასულიყო. სწავლობდა ვენის ტექნიკურ უნივერსიტეტში ელექტრო და მანქანათმშენებლობაზე. 1925 წლიდან თავი მიუძღვნა სარაკეტო მეცნიერებისა და კოსმოსური ტექნოლოგიების პრობლემებს.
1928 წლის ბოლოს პოტოჩნიკმა ჰერმან ნორდუნგის ფსევდონიმით გამოაქვეყნა ერთადერთი წიგნი "კოსმოსში მოგზაურობის პრობლემა –სარაკეტო ძრავა" გერმ.Das Problem der Befahrung des Weltraums. Der Raketen-MotorDer Raketen-Motor ), რომელიც 1929 წელს ბერლინში გამოსცა რიჩარდ კარლ შმიდტმა .
ქრონიკული დაავადების (ტუბერკულოზის) გამო ვერ დაოჯახდა; იგი ცხოვრობდა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ძმასთან, ადოლფთან ერთად. ინჟინერი სიღარიბეში გარდაიცვალა 1929 წელს, 36 წლის ასაკში პნევმონიით. მარიბორის გაზეთებში გამოქვეყნებულ ნეკროლოგებში აღნიშნული იყო მისი სამხედრო და აკადემიური მიღწევები, მაგრამ არაფერი თქმულა კოსმოსთან დაკავშირებულ მის საქმიანობაზე.
სამეცნიერო საქმიანობა
1928 წლის ბოლოს ჰერმანმა ბერლინში გამოსცა თავისი ერთადერთი წიგნი Das Problem der Befahrung des Weltraums – der Raketen-Motor (კოსმოსში მოგზაურობის პრობლემა – სარაკეტო ძრავა). გამომცემელმა, რიჩარდ კარლ შმიდტმა, გამოცემის თარიღად მიუთითა 1929 წელი, სავარაუდოდ, საქმიანი მიზეზით. ამიტომ ეს თარიღი ხშირად ფაქტობრივი გამოცემის თარიღად შეცდომით არის მოხსენებული. 188 გვერდზე და 100 ხელით დახატულ ილუსტრაციებში პოტოჩნიკმა ჩამოაყალიბა გარე სივრცეში ადამიანის დამკვიდრების გეგმა. შეიმუშავა კოსმოსური სადგურის დეტალური დიზაინი, რომელსაც კოსმოსური გაფრენის ისტორიკოსები პირველ კოსმოსურ არქიტექტურულ ნაგებობად მიიჩნევენ. აღწერა, თუ როგორ შეიძლება გამოდგეს სივრცის განსაკუთრებული პირობები სამეცნიერო ექსპერიმენტებისთვის. პოტოჩნიკმა გამოთქვა ძლიერი ეჭვი ამ ახალი აღმოჩენების პოტენციურად დესტრუქციული სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების შესახებ.[8]
არაერთი იდეის წყალობით, ის ასტრონავტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი გახდა. მისი კონცეფციები თავდაპირველად მხოლოდ სერიოზულად განიხილებოდა გერმანიის სარაკეტო მეცნიერების მოყვარულების მიერ Verein für Raumschiffahrt (VfR - "კოსმოსური ფრენის საზოგადოება"), რომელთაგან ყველაზე ცნობილი იყო ჰერმან ობერტი.
გ.პოტოჩნიკის იდეებს პირველად დაუჭირა მხარი კოსმინავტიკის სადგურმა 1952 წელს, როდესაც ვერნერ ფონ ბრაუნმა გამოაქვეყნა ორბიტალური სადგურის კონცეფცია, რომელიც შეიძლება შთაგონებული ყოფილიყო გ. პოტოჩნიკის მიერ.[10]
გ.პოტოჩნიკის მიერ წამოყენებული ეგრეთ წოდებული "სტაციონარული თანამგზავრის" იდეა დაახლოებით 36000 კმ სიმაღლეზე, რომელიც მუდმივად შეიძლება ჩამოკიდებული იყოს დედამიწის გარკვეულ წერტილზე, მოგვიანებით განხორციელდა სატელეკომუნიკაციო და მეტეოროლოგიური თანამგზავრების სახით. გეოსინქრონულ ორბიტაზე .
ხსოვნა
ჰერმან პოტოჩნიკის სახელს ატარებს ერთ-ერთი ქუჩა შტირიის დედაქალაქ გრაცში.
1990-იან წლებში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს გ. წყარო არ იყო მხარდაჭერილი.
გ.პოტოჩნიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ავსტრიის ფოსტამ 1992 წელს გამოუშვა საფოსტო მარკა.
2012 წლის სექტემბერში ვიტანიეს თემში (ქვემო შტირია, სლოვენია ), სადაც ცხოვრობდნენ პოტოჩნიკის ბებია და ბაბუა, ევროკავშირისა და სლოვენიის კულტურის სამინისტროს დახმარებით, გაიხსნა ევროპის კოსმოსური ტექნოლოგიების კულტურული ცენტრი KSEVT [KSEVT] როგორც ხელოვნების პროექტი, რომლის ძირითადი საქმიანობა ეხება კოსმოსური ფრენის კულტურულ საკითხებს [11] . შენობის არქიტექტურა ასახავს პირველ კოსმოსურ სადგურს, რომელიც გამოიგონა ადამიანმა იმ დროს, როდესაც კოსმოსის კვლევა ჯერ კიდევ ოცნება იყო. [12]
ლიტერატურა
Keimel R. Potočnik Hermann // Österreichisches Biographisches Lexikon 1815-1950 (ÖBL). — Wien: Verlag der Osterreichischen Akademie der Wissenschaften, 1983 წ. - ბდ. 8. - S. 232. — ISBN 3-7001-0187-2 .
Г. Ноордунг. Проблема путешествия в мировом пространстве. Перевод с нем. Москва: ОНТИ НКТП СССР, Главная авиационная редакция, 1935. [= Сокращенный перевод книги Das Problem der Befahrung des Weltraums. Der Raketen-Motor. R. C. Schmidt & Co., Berlin 1929, online auf dlib.si, Nachdruck: Turia und Kant, Wien 1993, ISBN 3-85132-060-3]
რესურსები ინტერნეტში
Diem P., Schinnerl I.. Potočnik, Herman. Austria-Forum. ციტირების თარიღი: 2014-12-15.