ჰენრი ჰუდსონი (ინგლ.Henry Hudson; დ. 1570 — გ. 1611?) — ინგლისელი ზღვაოსანი და მკვლევარი. მისი დაბადების ზუსტი ადგილი და თარიღი უცნობია, მაგრამ ზოგიერთი მოსაზრებით ის ლონდონში უნდა დაბადებულიყო 12 სექტემბერს. ასევე ვარაუდობენ, რომ ის 1611 წელს დაიღუპა ამჟამინდელ ჰუდსონის ყურეშიკანადაში, ხომალდზე მომხდარი ამბოხის გამო.