საველე ინჟინრის ვაჟი, დაბადებული იორკშირის ქალაქ კასლფორდში, მური ცნობილი გახდა მისი დიდი ზომის აბსტრაქტული ჭედური ბრინჯაოსა და ნათალი მარმარილოს სკულპტურებით. ბრიტანეთის ხელოვანთა წრეების მხარდაჭერით მურის დამსახურებაა ბრიტანეთში მოდერნიზმის თვითმყოფადი ფორმის დამკვიდრება. ვრცელი, მასშტაბური დაკვეთების შესრულებით ცხოვრების ბოლოსკენ მური განსაკუთრებით შეძლებული გახდა. თუმცა თავად მოკრძალებით ცხოვრობდა და მთელი ქონება ჰენრი მურის ფონდს გადასცა, რომლის დანიშნულება ხელოვანთა განათლება და ამ სფეროს განვითარებაა.
შემოქმედება
ჰენრი მურის სკულპტურებს ყველაზე ხშირად ადარებენ ზღვის გაპრიალებულ ტალღებთან. მური თავის სიმბოლურ, და, ზოგჯერ, აბსტრაქციულ კომპოზიცებში ცდილობდა ცხოვრების რითმიკისა და დინამიკის გადმოცემას. ჰენრი მურს უწოდებენ დამფუძნებლად.
იმ დროის ინგლისური ხელობნება ეყრდნობოდა კლასიკას, მაგრამ მური თავიდანვე გატაცებული იყო ძველი ეგვიპტისა და მესოპოტამიის სკულპტურით და ბერძნული არქაული კულტურით. მის ინტერესის სფეროს წარმოადგენდა ტროპიკულ აფრიკასა და კოლუმბამდელ ამერიკაში შექმნილი ნამუშევრები. სწორედ იქ მან იპოვა ისეთი „ორგანული ფორმები“, რომლებიც საშუალებას აძლევდნენ ისეთი პლასტიკის შესაქმნელად, რომელიც აღიქმებოდა, როგორც ბუნების ორგანული ნაწილი.
1928 წელს ლონდონში ჩატარდა მურის პირველი გამოფენა, მაგრამ იგი არ იქნა გაგებული საზოგადოების მიერ. 1920-1930-იან წლებში მან დაიწყო ისეთ თემებზე მუშაობა, როგორებიცაა: „დედა და შვილი“, „ოჯახი“ და ა.შ.
პირველად მურზე დაიწყეს საუბარი როგორც ორიგინალურ და საინტერესო მხატვარზე 1940-იან წლებში, მას შემდეგ, რაც მან შექმნა ნახატების სერია „მეტრო“, რომელიც მიუძღვნა იმ დროის სამხედრო ლონდონის ცხოვრებას. მეტრო ბომბსაფარად იქცა, რამაც მურს მისცა საშუალება ადამიანის შიშისა და უმწნეობის ჩვენებისთვის. ამავე დროს, ლონდონის მეტრო ხალხთა ძალების ერთიანობის სიმბოლოდ იქცა.