ჰენრი რობერტსონ ბაუერსი (ინგლ. Henry Robertson Bowers; დ. 29 ივლისი, 1883 — გ. 29 მარტი, 1912) — ინდოეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის ლეიტენანტი, პოლარეთის მკვლევარი. იყო წევრი ტერა-ნოვას ექსპედიციისა, რომელსაც ხელმძღვანელობდა რობერტ სკოტი. იგი სკოტმა აირჩია და საპოლუსო პარტიის შემადგენლობაში შეიყვანა, რომელიც შედგებოდა ხუთი ადამიანისგან და რომელსაც უნდა მიეღწია სამხრეთ პოლუსამდე. ექსპედიციის წევრებმა მიზანს მიაღწიეს 1912 წლის 17 იანვარს, თუმცა რუალ ამუნდსენის გუნდზე 34 დღით გვიან. უკან დაბრუნებისას, როსის შელფურ მყინვარზე გადასვლის დროს, ბაუერსი, თავის ორ უკანასკნელ მეგზურთან ერთად, გარდაიცვალა სიცივისგან, შიმშილისა და ფიზიკური გამოფიტვისგან. მათ 11 მილი დააკლდათ უახლოეს ბანაკამდე.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში