ჰაინრიხ III (სრი)

ტერმინს „ჰაინრიხ III“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ჰაინრიხ III.
ჰაინრიხ III

ჰაინრიხ III (დ. 28 ოქტომბერი, 1017 — გ. 5 ოქტომბერი, 1056, ბოდფელდი (ჰარცი)) — გერმანიის მეფე 1039 წლიდან, იმპერატორი 1046 წლიდან, ფრანკონიული (სალიკური) დინასტიის წარმომადგენელი, კონრად II-ის ძე. მსხვილ ფეოდალებთან ბრძოლაში ეყრდნობოდა მინისტერიალებს და რაინდობას. 1046-1047 ილაშქრა იტალიაში, გადააყენა 3 პაპი და პაპის ტახტზე გერმანელი ეპისკოპოსი დასვა. ჰაინრიხ III მფარველობდა კლიუნიელთა ორდენის საეკლესიო რეფორმებს. იმპერიას დაუქვემდებარა ჩეხეთი და უნგრეთი. მასვე მორჩილებდა ლოთარინგიის საჰერცოგო.

დასაფლავებულია შპაიერის კათედრალში, შპაიერი, გერმანია.

ოჯახი

მშობლები

მეუღლეები

1)∞ ივნისი 1036, ნიმვეგენიგუნჰილდი, დანიისა და ინგლისის მეფის კნუტ დიდის ასული.

დ. დაახ. 1018. გ. 18 ივლისი 1038. საფლავი: ლიმბურგის ტაძარი.

2) ∞ ნოემბერი 1043, ინგელჰაიმიაგნესა დე პუატუ, აქვიტანიის ჰერცოგის გიიომ V-ის ასული.

დ. 1025. გ. 14 დეკემბერი 1077, რომი. საფლავი: სანტა-პეტრონელას კაპელა, წმინდა პეტრეს ტაძარი, ვატიკანი.

შვილები

1)გუნჰილდთან

  • ბეატრიქსი, ქუედლინბურგის აბატესა.
დ. 1037. გ. 13 ივლისი 1061. საფლავი: ქუედლინბურგის მონასტერი.

2)აგნესასთან

დ. 1045. გ. 12 მაისი 1060.
დ. 1047. გ. 14 მარტი 1093 ან 1095.
დ. ოქტომბერი 1048. გ. 11 იანვარი 1096. საფლავი: ქუედლინბურგის მონასტერი.
დ. 11 ნოემბერი 1050, გოსლარი, გერმანია. გ. 7 აგვისტო 1106, ლიეჟი, ბელგია. საფლავი: შპაიერის კათედრალი.
დ. შემოდგომა 1052. გ. 10 აპრილი 1055.
  • გიზელა
დ. 1048. გ. მაისი 1058.

ლიტერატურა

  • Gwatkin, H. M., Whitney, J. P. (ed) et al. The Cambridge Medieval History: Volume III. Cambridge: Cambridge University Press, 1926.
  • Norwich, John Julius. The Normans in the South 1016-1130. Longmans: London, 1967.

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!