კლიუნიელთა ორდენი — X საუკუნეში დაარსებული მონაზვნური ორდენი, რომლის ცენტრი იყო ბენედიქტიელთა მონასტერი კლიუნიში, ბურგონში (საფრანგეთი, ბურგუნდია). აერთიანებდა ასეულობით მონასტერს უმთავრესად საფრანგეთში, ასევე გერმანიაში, ინგლისში, ჩრდილოეთ იტალიასა და ესპანეთში. კლიუნიელთა ორდენთან არის დაკავშირებული X საუკუნის ბოლოსა და XI საუკუნეში კათოლიკური ეკლესიის გასაძლიერებლად ჩატარებული გარდაქმნები.
ლიტერატურა