ჯონ კრისტოფერ დეპი დაიბადა 1963 წლის 9 ივნისს, კენტუკის შტატის ქალაქ ოვენსბოროში .[1] მამამისი, ჯონ კრისტოფერ დეპი, სამოქალაქო ინჟინერი იყო, ხოლო დედა, ბეტი სიუ პალმერი, — ოფიციანტი.[4] ოთხი შვილიდან ჯონი ყველაზე პატარა იყო.[5]
მამის სამსახურის გამო ჯონის ოჯახი საცხოვრებელს ხშირად იცვლიდა. საბოლოოდ, როდესაც მომავალი მსახიობი 7 წლის იყო, ოჯახი ფლორიდაში დასახლდა. ვიდრე ჯონ კრისტოფერ დეპი სამსახურს იშოვიდა, დაახლოებით 1 წელიწადი მოტელში ცხოვრობდნენ. ჯონიმ ახალი სახლი შეიძულა და 12 წლის ასაკში მოწევა, ნარკოტიკების მოხმარება და თვითდაზიანება დაიწყო.[5]
1978 წელს ჯონის მშობლები გაიყარნენ. 16 წლის ასაკში მან სკოლა მიატოვა და მუსიკალურ ჯგუფს „The Kids“ შეუერთდა.[5]
სამსახიობო კარიერა
ტელევიზია
ჯონი დეპმა მონაწილეობა მიიღო Fox-ის სატელევიზიო სერიალში „ჯამპ-სტრიტი 21“, რომლის პრემიერა 1987 წელს შედგა.[6] სერიალის წარმატებამ დეპი 1980-იანი წლების ბოლოს თინეიჯერთა კერპად აქცია.[6] მიუხედავად ამისა, მსახიობმა გადაწყვიტა რომ მისთვის უკეთესი იქნებოდა თუ მხოლოდ კინოფილმებში მიიღებდა მონაწილეობას.
2004 წელს ჯონი დეპმა დააარსა საპროდიუსერო კომპანია „Infinitum Nihil“, რომელიც მონაწილეობს პროექტებში, სადაც ის მსახიობი და/ან პროდიუსერია. კომპანიის პრეზიდენტი დეპის და, — კრისტი დემბროვსკია.[10] კომპანიის პირველი პროდუქტი იყო 2011 წელს გამოსული „რომის დღიურები“. 2011 წელსვე გამოვიდა მარტინ სკორსეზეს„ჰიუგო“, 2012 წელს კი ტიმ ბარტონის„ბნელი ჩრდილები“.
პირადი ცხოვრება
ჯონი დეპი შეხვდა ვანესა პარადისს1998 წელს, ფილმ „მეცხრე კარიბჭის“ გადაღების დროს.[11] მათი ურთიერთობა 2012 წლის ივნისამდე გაგრძელდა.[12] დეპსა და პარადისს ჰყავს ორი შვილი, ლილი-როუზი მელოდი დეპი (დ. 1999) და ჯონ კრისტოფერი დეპი III (დ. 2002).[13]
↑The Genealogist, "Richard T. Oren Depp ( 1 879- 1 9 1 2); m. Effie America Palmore. 9th gen. Oren Larimore Depp; m. Violet Grinstead. 10th gen. John Christopher Depp; m. Betty Sue Wells. 1 1th gen John Christopher Depp II (Johnny Depp), b. 9 June 1963, Owensboro. See Warder Harrison, "Screen Star, Johnny Depp, Has Many Relatives in Ky.," Kentucky Explorer (Jackson, Ky), July–August 1997, 38–39. 247 Barren Co."