ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერი. იგი იყო ანგლო-საქსონური ენის (1925-1945 წლებში) მკვლევარი და პროფესორი ოქსფორდის უნივერსიტეტში და ინგლისური ენისა და ლიტერატურის პროფესორი (1945-1959). ტოლკინი იყო კლაივ ლუისის მეგობარი — ორივე იყო ლიტერატორთა მცირე ჯგუფ „ინკლინგების“ წევრი.
„ჰობიტისა“ და „ბეჭდების მბრძანებლის“ გარდა, მან დაწერა მითოლოგიური ჟანრის „სილმარილიონი“ და სხვა წიგნები, რომელთა ნაწილი მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა. ყველაფერი ერთად მეტწილად დაფუძნებულია გამოგონილ და რეალურ ამბებზე, გამოგონილ ენებზე და ლიტერატურულ ესეებზე, რომლებიც მოგვითხრობენ არდის სამყაროზე და შუახმელეთზე. ტოლკინის გარდაცვალების შემდეგ, ამ წიგნების გამოცემაზე მუშაობდა მისი შვილი კრისტოფერ ტოლკინი.
ტოლკინის ნაწარმოებმა გავლენა იქონიეს მსოფლიო ლიტერატურაზე, უპირველეს ყოვლისა, ე. წ. „ფენტეზის“ ჟანრზე, ასევე ხელოვნების სხვა დარგებზე.
ბიოგრაფია
ოჯახის წარმოშობა
ცნობილია, რომ მამის მხრიდან ტოლკინის წინაპრები იყვნენ ხელოსნები. ტოლკინთან გვარი მომდინარეობს საქსონიიდან (გერმანია), მაგრამ XVIII საუკუნიდან ისინი დასახლდნენ ინგლისში და მალე აითვისეს იქაური გარემო.[49] გვარი Tolkien არის გერმანული ზედმეტსახელის Tollkühn (უგონოდ მამაცი) [50] ინგლისური ვერსია. ბავშვობაში ჯონს ბებია უყვებოდა, რომ მათი გვარი წარმოიშვა ცნობილი ჰოენცოლერნებისგან.
ჯონის ბებია და პაპა, ჯონ და ედით საფილდები იყვნენ ბაპტისტები და ცხოვრობდნენ ბირმინგემში, სადაც 1812 წლიდან ფლობდნენ მსხვილ მაღაზიას პირდაპირ ქალაქის ცენტრში. XIX საუკუნიდან იმავე შენობაში მათ რამდენიმე სხვა ბიზნესიც ჰქონდათ. 1810 წლიდან ჯონის დიდი-დიდი პაპა უილიამ საფილდი იქ წიგნებისა და საკანცელარიო საქონლის მაღაზიას ფლობდა, ხოლო 1826 წლიდან ჯონი დიდი პაპა, რომელსაც ასევე ჯონი ერქვა, იქ ქსოვილებისა და ტრიკოტაჟის მაღაზიას ფლობდა.[51]
ბავშვობა
ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი დაიბადა 1892 წლის 3 იანვარტს, ბლუმფონტეინში, სამხრეთ აფრიკაში, ართურ რუელ ტოლკინის (1857–1896), წარმოშობით ინგლისელი ბანკის მმართველისა და მისი მეუღლის, მეიბლის (ქორწინებამდე - საფილდის, 1870–1904) ოჯახში. ინგლისი მათ დატოვეს, ვინაიდან ართური გადაყვანილი იქნა თავისი ბანკის ბლუმფონტეინის ოფისში. ჯონს ჰყავდა ერთი დედმამიშვილი, უმცროსი ძმა ჰილარი, დაბადებული 1894 წლის 17 თებერვალს.
ბავშვობაში ჯონს ბაღში უკბინა დიდმა ობობამ - ბევრი თვლის, რომ ამ მოვლენამ გავლენა იქონია მის ლიტერატურულ შემოქმედებაზეც, თუმცა ჯონი ამბობდა, რომ ამ შემთხვევაზე მოგონებები არ ჰქონია და არც ობობებისადმი ზიზღი გასჩენია. ერთ-ერთი ინციდენტი ასევე იყო ოჯახის ახლობელი ბიჭუნას მიერ ჯონის საკუთარ კრაალში წაყვანა და მისი მეორე დილით დაბრუნება.[52]
სამი წლის ასაკში ჯონი დაუბრუნდა სამშობლოს დედასთან და ძმასთან ერთად. თავდაპირველად დაგეგმილი იყო ოჯახის წევრთა ხანგრძლივი გაცნობა, მაგრამ ამასობაში მამა რევმატული ანთების გამო გარდაიცვალა სამხრეთ აფრიკაში.[53] ოჯახი შემოსვლის გარეშე დარჩა და დედა შვილებთან ერთად დასახლდა კინგს ჰითში (ბირმინგემი).[54] წლების შემდეგ, 1896 წელს ისინი გადავიდნენ სერჰოლზე, რომელიც იმ პერიოდში ვორსტერის სოფელი იყო, მოგვიანებით მიერთებული ბირმინგებზე.[55] პატარა ჯონი სიამოვნებით იკვლევდა სერჰოლის წისქვილსა და მოუზლის ჭაობს და კლენტ, ლიკისა და მალვერნ ჰილზს - ამ ყველაფერმა მოგვიანებით გავლენა იქონია მის ნაწარმოებზე, ისევე როგორც ვორსტერის ქალაქებმა და სოფლებმა - ბრომსგროუმ, ალსტერმა და ალვერჩერჩმა. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი დეიდა ჯეინის კუთვნილი ბეგ ენდის ფერმა, რომლის სახელმაც მოგვიანებით ბილბო ბეგინსის საგვარეულო სახლის სახელწოდებად გადაინაცვლა.[56]
მეიბლი თავად ზრუნავდა ბიჭების განათლებაზე და რონალდი [57](როგორც ჯონს უწოდებდნენ ოჯახში) ბეჯითი მოსწავლე იყო. თავის შვილში მეიბლმა გააღვიძა ინტერესი ბოტანიკის მიმართ და შეაყვარა მცენარეები. ბავშვობაში ტოლკინი ხატავდა სხვადასხვა ხედებსა და ხეებს, მაგრამ ყველაზე დიდ ინტერესს იჩენდა ენების მიმართ და ლათინური ენის საფუძვლები დედისგან სწორედ ამ პერიოდში შეისწავლა.[58] 4 წლის ასაკში იგი უკვე კითხულობდა, მოგვიანებით კი სწრაფად წერაც ისწავლა. დედის ნებართვით, მრავალი წიგნი წაიკითხა. არ მოსწონდა „განძთა კუნძული“ და „ჰამელინელი მესტვირე“, ისევე როგორც „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ (რომელსაც თვლიდა გასართობ, მაგრამ შემაწუხებელ წიგნად). მოსწონდა ისტორიები წითელ ინდიელებზე და ჯორჯ მაკდონალდის მოთხრობები [59]. ამასთან, მისთვის მნიშვნელოვანი იყო ენდრიუ ლენგის ზღაპრები, რამაც ასევე დიდი გავლენა იქონია მის შემოქმედებაზე.[60]
ტოლკინი სწავლობდა მეფე ედვარდის სახელობის ბირმინგემის სკოლაში, მოგვიანებით კი - წმ. ფილიპეს სკოლაში. მან წარმატებით მოიპოვა დაფინანსება და დაუბრუნდა მეფე ედვარდის სკოლას.
1900 წელს მეიბლ ტოლკინმა კათოლიკური კურთხევა მიიღო, მიუხედავად მისი ბაპტისტური ოჯახის წინააღმდეგობებისა. უკანასკნელმა შეწყვიტა მისი ფინანსური მხარდაჭერა. 1904 წელს, როდესაც ჯონი 12 წლის იყო, დედა გარდაიცვალა 34 წლის ასაკში - მწვავე დიაბეტით, რედნელში, კოტეჯში, რომელსაც იმ პერიოდში ქირაობდა. ჯონი ცხრა წლის შემდეგ წერდა - „ჩემი საყვარელი დედა იყო წამებული, ღმერთი ყველას არ აძლევს თავისი დიდი საჩუქრების გაცემის საშუალებას, ისე როგორც ჩემი და ჰილარის შემთხვევაში იყო - ჩვენ გვყავდა დედა, რომელმაც შრომითა და გაჭირვებით თავი მოიკლა, რათა რწმენა გვქონოდა“.
გარდაცვალებამდე მეიბლმა ბიჭუნებზე მეურვეობა გადასცა ფრენსის ქსავიე მორგანს, ბირმინგემის ეკლესიის მოძღვარს, რომელმაც იზრუნა მათი კათოლიკური წესით აღზრდაზე. ჯონი იზრდებოდა ბირმინგემის რაიონ ეჯბესტონში, ეჯბესტონის წყალსადენთან, რომელმაც გავლენა იქონია მის ნაწარმოებებში ბნელი კოშკების შექმნაზე. 1908წლიდან ბირმინგემის მუზეუმსა და სამხატვრო გალერეაში წარმოდგენილი იყო ედვარდ ბერნ-ჯონსისა და სხვა შემოქმედთა შუასაუკუნოვანი ნახატები, რამაც ასევე თავისი კვალი დატოვა ჯონის შემდგომ შემოქმედებაზე.
ახალგაზრდობა
1911 წელს მეფე ედვარდის სკოლაში სწავლისას ტოლკინმა და მისმა მეგობრებმა, რობ გილსონმა, ჯეფრი სმითმა და კრისტოფერ უაიზმენმა ჩამოაყალიბეს ნახევრად გასაიდუმლოებული საზოგადოება T.C.B.S. - ეს იყო ფრაზის Tea Club and Barrovian Society (ჩაის კლუბი და ბაროვიული საზოგადოება) შემოკლება. ასეთი სახელწოდებით ისინი ხაზს უსვამდნენ სკოლასთან ახლოს მდებარე ბარებსა და სკოლის ბიბლიოთეკაში მათ მიერ ჩაის სმის ტრადიციას. სკოლის დასრულების შემდეგ წევრები კვლავ ურთიერთობდნენ და 1914 წელს ლონდონში, უაიზმენის სახლში გამართეს დიდი „საბჭო“. ტოლკინზე ამ შეხვედრამ უშუალო გავლენა იქონია და შთააგონა ლექსების წერა.
1911 წლის ზაფხულში ტოლკინი ისვენებდა შვეიცარიაში — ამ მოგზაურობას იგი იხსენებდა 1968 წლის წერილში, სადაც აღნიშნავდა, რომ ბილბოს მოგზაურობა ნისლიან მთებში ეფუძნება 12 კაცისგან შემდგარი ჯგუფის მოგზაურობას ლაუტერბრუნენში და მურენის მორენებს მიღმა დაბანაკების ამბავს. 57 წლის შემდეგ ტოლკინი იხსენებდა, თუ როგორ განიცდიდა იუნგფრაუსა და ზილბერჰორნის დათოვლილი წვერების მიტოვებას. პატარა შაიდეგიდან მოგზაურები ასევე გრინდელვალდში გადავიდნენ, ეწვივნენ ალეტჩის მყინვარებსა და ცერმატს.
იმავე წლის ოქტომბერში ტოლკინმა დაიწყო სწავლა ექსეტერის კოლეჯში, ოქსფორდში. თავდაპირველად სწავლობდა კლასიკურ ლიტერატურას, მაგრამ 1913 წელს გადავიდა ინგლისური ენისა და ლიტერატურის კურსზე. 1915 წელს, კოლეჯის დასრულებისას, გამოცდებზე მან მიიღო უმაღლესი ქულები.
არშიყობა და ქორწინება
16 წლის ასაკში ჯონმა გაიცნო ედით მერი ბრეტი, რომელიც მასზე სამი წლით უფროსი იყო. ეს მოხდა პანსიონში, რომელშიც ჯონი ჰილარისთან ერთად ისვენებდა. ტოლკინის ოფიციალურ ბიოგრაფიაში, რომელიც ჰემფრი კარპენტერის მიერ არის შედგენილი, ნახსენებია, რომ ამ ორს შორის წარმოიშვა რომანტიკული ურთიერთობები. მათ ბევრი რამ ჰქონდათ საერთო და ბევრი რამ სჭირდებოდათ, რაც ერთმანეთში ნახეს. 1909 წლის ზაფხულში ისინი მიხვდნენ, რომ ერთმანეთი უყვარდათ.
ფრენსის მორგანი, ჯონის მეურვე ედითს თვლიდა ტოლკინის სასკოლო საქმიანობაში ხელშემშლელ ფაქტორად და შოკირებული იყო, რომ მისი აღსაზრდელი შეყვარებული იყო პროტესტანტ გოგონაზე. იგი უკრძალავდა ჯონს მასთან შეხვედრას, საუბარს ან მიმოწერას 21 წლის ასაკამდე. თუმცა, ჯონი მაინც ახერხებდა ედითთან მიმოწერას, მანამ სანამ ერთხელ მორგანი არ დაემუქრა მისი უნივერსიტეტული კარიერის დასრულებით.
21-ე დაბადების დღის საღამოს ტოლკინმა ედითს მისწერა წერილი, სადაც კიდევ ერთხელ გამოუტყდა სიყვარულში და ცოლობა სთხოვა. ედითმა უპასუხა, რომ ამასობაში უკვე სხვის ცოლობაზე დათანხმდა - მხოლოდ იმიტომ, რომ ფიქრობდა, თითქოს ჯონმა იგი დაივიწყა. ისინი შეხვდნენ ერთმანეთს მატარებლის ხიდთან და კვლავ იგრძნეს სიახლოვე. ედითმა საქმროს ბეჭედი დაუბრუნდა და განაცხადა, რომ ჯონს მიჰყვებოდა. ამას ასევე მოჰყვა ის, რომ მან ჯონის თხოვნით კათოლიკედ მოინათლა. მისი სახლის პატრონი, რომელიც პროტესტანტი იყო, ამან ძლიერ გააღიზიანა და როგორც კი ედითმა შესძლო სხვა საცხოვრებლის პოვნა, მან გამოასახლა იგი.
ედითი და ჯონი დაინიშნენ ბირმინგემში, 1913 წლის იანვარში და იქორწინეს უორვიკში, წმ. მარიამის უმწიკლო კათოლიკურ ეკლესიაში, 1916 წლის 22 მარტს.
I მსოფლიო ომი
1914 წელს ბრიტანეთი ჩაერთო I მსოფლიო ომის მოვლენებში. ტოლკინის ნათესავები შოკირებულები იყვნენ იმის გამო, რომ მან უარი განაცხადა ჯარში პირდაპირ წასვლაზე და მოითხოვა სამხედრო სამსახურის 1915 წლის ივლისამდე (ანუ სწავლის დასრულებამდე) გადავადება. მოგვიანებით იგი ლანკაშირელი ფუზილიერების მეორე ლეიტენანტად იქნა დანიშნული. სტაფორდშირში იგი მე-13 ბატალიონთან ერთად 11 თვიან მომზადებას გადიოდა. ედითთან წერილში ის ჩიოდა — „ზემდგომთა შორის ჯენტლმენობა იშვიათია, ადამიანობა კი უფრო მეტად“. შემდეგ ტოლკინი გადაყვანილი იქნა ბრიტანეთის მოძრავი ძალების 11-ე ბატალიონში და დაბანაკდა მათთან ერთად საფრანგეთში, 1916 წლის 4 ივნისს. ბრიტანეთის დატოვებით შთაგონებულმა მან მოგვიანებით დაწერა ლექსი „ეული კუნძული“. ის წერდა - „უმცროს ოფიცრებს კლავდნენ, წუთში ათი იღუპებოდა. იმ პერიოდში მეუღლის დატოვება ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო“.
ომში ჯონის ყოფნის პერიოდი ედითის ცხოვრებაში მძიმე იყო — შიშობდა ყოველ წამს, რომ მის კარზე დააკაკუნებდნენ და აცნობდნენ ქმრის დაღუპვის შესახებ. წერილების გადაგზავნისას ბრიტანული ფოსტის თანამშრომლები ყველაფერს ამოწმებდნენ — ყოველი წერილი საჭიროების შემთხვევაში, ცენზურას გადიოდა. მაგრამ ტოლკინებმა შეიმუშავეს საიდუმლო კოდირება, რომელსაც წერილებს თან ატანდნენ. ასე ედითს შეეძლო, დაედგინა, თუ სად იმყოფებოდა მისი მეუღლე.
1916 წლის 27 ოქტომბერს ჯონი დაავადდა სანგრის ციებ-ცხელებით, რომელიც გადაჰქონდათ სანგრებში გავრცელებულ ტილებს. 1916 წლის 8 ნოემბერს ტოლკინი დააბრუნეს ინგლისში. T.C.B.S.-დან მისთვის ახლობელი თითქმის ყველა მეგობარი ომში იქნა მოკლული.
შინაური ფრონტი
დასუსტებული ჯონი ომის უკანასკნელ პერიოდს ატარებდა საავადმყოფოებსა და გარნიზონის მოვალეობის შესრულებაში, ვინაიდან ძირითადი სამხედრო სამსახურისათვის უვარგი გახდა.
ლიტლ ჰეივუდში (სტაფორდშირი) ერთ-ერთი სტუმრობისას მან დაიწყო მუშაობა წიგნზე, რომელსაც შემდგომში დაკარგული მოთხრობების წიგნი ეწოდა და აღწერა გონდოლინის დაცემა. 1917–1918 წლებში იგი კვლავ მკურნალობდა, მაგრამ რა მომჯობინდა, გადაყვანილი იქნა ლეიტენანტად, რათა სხვადასხვა ადგილობრივ ბანაკში ემსახურა. ამ პერიოდში ტოლკინებს ეყოლა პირველი შვილი, ჯონ ფრენსის რუელ ტოლკინი.
ერთხელ ტოლკინები სტუმრობდნენ კინგსტონს, სადაც ტყეში სეირნობდნენ. ჯონის წინაშე ედითმა ცეკვა დაიწყო. 1971 წელს ჯონი იხსენებდა, რომ მეუღლეს „ლუთიენს“ არასოდეს უწოდებდა, მაგრამ სწორედ ის იქცა მისთვის ამ ცეკვით პერსონაჟის პირველი გამოჩენის გავლენად (სილმარილიონში ბერენი ასე იხილავს პირველად ლუთიენს): „თმა მისი იმ დროს შავი იყო, კანი - ნათელი, თვალები - ისეთ კაშკაშა, რომ მსგავსი არ გინახავთ, და მას შეეძლო სიმღერა - და ცეკვა. მაგრამ ამბავმა გადაუხვია და დავრჩი მე, რომელიც ულმობელ მანდოსს თხოვნით ვერ მიმართავს“.
აკადემიური მუშაობა და მწერლობა
ჯონის პირველი საჯარო ნაშრომი ომის შემდეგ იყო „ოქსფორდის ინგლისური ლექსიკონი“, რომელშიც წარმოდგენილი იქნა გერმანული წარმოშობის სიტყვების ისტორიისა და ეტიმოლოგიის კვლევა, დაწყებული W ასოთი. 1920 წელს მან ლიდსის უნივერსიტეტში ინგლისური ენის ლექტორის ადგილი დაიკავა და იმ დროისათვის იყო ამ უნივერსიტეტის ყველაზე ახალგაზრდა პროფესორი. ლიდსის პერიოდში გამოიცა „შუა საუკუნეების ინგლისური ენის ლექსიკონი“. ე. გორდონთან თნამშრომლობით ასევე გამოვიდა „სერ გავეინი და მწვანე რაინდი“. ძველი ინგლისურიდან მან ასევე თარგმნა „პერლი“ და „სერ ორფეო“. 1925 წელს იგი დაუბრუნდა ოქსფორდს, როგორც ანგლო-საქსონური ენების პროფესორი.
ამ პერიოდში, ნორთმურის 20-ში, ჩრდილოეთ ოქსფორდში ცხოვრებისას (2002 წელს ამ სახლზე საპატიო დაფა გაიხსნა) ტოლკინმა დაწერა „ჰობიტი“ და „ბეჭდების მბრძანებლის“ პირველი ომი ტომი. 1932 წელს მან გამოსცა ფილოლოგიური ესე სახელის „ნოდენსი“ შესახებ.
1936 წელს მან წაიკითხა ლექცია „ბეოვულფი: ურჩხულები და კრიტიკოსები“, რასაც მოჰყვა თავად ბეოვულფის კვლევა. ლუის ნიკოლსონის თქმით, ტოლკინის მიერ დაწერილი სტატია ითვლება ახალ ეტაპად ბეოვულფის კრიტიკის სფეროში. იგი ხაზს უსვამდა, რომ ტოლკინმა, მის ლინგვისტურ ელემენტებთან ერთად, წარმოაჩინა ნაშრომის პოეტური პირველობა. იმ პერიოდში სასკოლო სისტემამ გააპროტესტა „ბეოვულფი“ ურჩხულებთან ბავშვური ბრძოლების გამო, რომელიც უფრო გამოკვეთილი იყო, ვიდრე რეალისტური საბრძოლო ბრძოლები. ტოლკინი ეწინააღმდეგებოდა კრიტიკოსთა აზრს და თვლიდა, რომ პოემის ავტორი თავისი ნაშრომით მიმართავდა ზოგადად კაცობრიობას და ურჩხულები მასში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ. ჯონი ამბობდა: „ბეოვულფი არის ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო“. პოემის გავლენა იგრძნობა შუახმელეთის აღწერისას. 2003 წელს ტოლკინის ხელნაწერი ვერსია და კომენტარები ბეოვულფის შესახებ აღმოჩენილი იქნა ბოდლიანურ ბიბლიოთეკაში. ეს იყო 2000 გვერდამდე ხელნაწერი მასალა.
II მსოფლიო ომი
1939 წელს, II მსოფლიო ომის პერიოდში ტოლკინს უნდა ემსახურა კრიპტოგრაფიულ დეპარტამენტში თუმცა უცნობი მიზეზით, როგორც ცნობილია, ჯონმა უარი თქვა 500 გირვანქიან სამუშაოაზე. მიუხედავად იმისა, რომ იგი აკრიტიკებდა ჰიტლერსა და ნაციზმს, იგი ასევე უარყოფითად საუბრობდა გერმანიაზე საჰაერო იერიშებზე.
1945 წელს ჯონი სამუშაოდ გადავიდა ოქსფორდში, მერტონის კოლეჯში. ინგლისური ენისა და ლიტერატურის პროფესორის სახით მან იქ 1959 წლამდე იმუშავა. დუბლინის უნივერსიტეტის კოლეჯში იგი წლების მანძილზე საგამოცდო კომისიის მოწვეულ წევრად მუშაობდა. 1954 წელს მან ირლანდიის ეროვნული უნივერსიტეტისგან მიიღო საპატიო წოდება. 1948 წელს „ბეჭდების მბრძანებელი“ მას დასრულებული ჰქონდა, თითქმის 10 წლიანი მუშაობის შემდეგ. 1966 წელს მან ასევე იმუშავა იონას წიგნის თარგმანზე, „იერუსალიმური ბიბლიისათვის“.
ოჯახის გაფართოება
ტოლკინებს სულ ოთხი შვილი შეეძინათ: ჯონ ფრენსის რუელი (17 ნოემბერი 1917— 22 იანვარი 2003), მაიკლ ჰილარი რუელი (22 ოქტომბერი 1920 — 27 თებერვალი 1984), კრისტოფერ ჯონ რუელი (21 ნოემბერი 1924) და პრისცილა მერი ენ რუელი (18 ივნისი 1929). ტოლკინი ძალიან ზრუნავდა თავის შვილებზე და შობის პაპის სახელით უგზავნიდა სახალისო საშობაო წერილებს, რომლებიც მოგვიანებით გამოიცა წიგნის „შობის პაპის წერილები“ სახით.
კარიერის ბოლო წლები
1959 წლიდან 1973 წელს გარდაცვალებამდე ტოლკინისადმი დიდი საჯარო ინტერესი იგრძნობოდა. მისი წიგნები იმდენად პოპულარული იყო, რომ ჯონმა ინანა, რომ სასწავლებელი უფრო ადრე არ დატოვა. თავდაპირველად მას ჰქონდა მიმოწერა მკითხველებთან, სადაც მათ კითხვებზე პასუხებს წერდა, მაგრამ მოგვიანებით 1960-იანი წლების კონტრკულტურის ფონზე თავისი რომანების პოპულარობით უკმაყოფილო ჩანდა. თავისი საკულტო სტატუსით ჯონი უკვე შეწუხებულიც იყო. მოყვარულთა დაინტერესება ტოლკინით იმდენად დიდი იყო, რომ იგი იძულებული იქნა, სატელეფონო ცნობარებიდან ამოეღო თავისი საკონტაქტო ნომერი. ედითთან ერთად ის გადასახლდა ბორნმუთში, რომელსაც იმ პერიოდში ბრიტანეთის მაღალი ფენები ფლობდნენ. ტოლკინის, როგორც გაყიდვადი ავტორის სტატუსმა მათ ახალ საზოგადოებაში მოხვედრის საშუალება მისცა, მაგრამ ჯონს კვლავ ენატრებოდა თავისი მეგობრები.
1972 წლის 1 იანვარს დედოფალმა ელისაბედ II-მ ტოლკინს მიანიჭა ბრიტანეთის იმპერიის კომანდორის წოდება. ჯონმა ამის დამადასტურებელი ნიშანი მიიღო იმავე წლის 28 მარტს. იმავე წელს ოქსფორდის უნივერსიტეტმა მას მიანიჭა მწერლობის დოქტორის წოდება.
გარდაცვალება
ტოლკინის მეუღლე, ედითი, გარდაიცვალა 1971 წლის 29 ნოემბერს, 82 წლის ასაკში.[61] ვულვერკოუტის სასაფლაოზე დასაფლავებული ედითის საფლავის ქვაზე ჯონის თხოვნით ამოიკვეთა სახელი „ლუთიენი“. 21 თვის შემდეგ ჯონი, 81 წლის ასაკში, 1973 წლის 2 სექტემბერს გარდაიცვალა. იგი იგივე საფლავში იქნა დაკრძალული, ხოლო საფლავის ქვაზე ამოტვიფრული იქნა „ბერენი“:
ედით მერი ტოლკინი ლუთიენი 1889–1971 ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი ბერენი 1892–1973
↑თავად ტოლკინი საკუთარ გვარს წარმოთქვამდა ˈtɒlkiːn, ფონეტიკური ტრანსკრიფცია წარმოდგენილია „წყვდიადის დაბრუნების“ ილუსტრაციაზე [რედ] კრისტოფერ ტოლკინი. ლონდონი: Unwin Hyman, [25 აგვისტო] 1988. (შუახმელეთის ისტორია; 6) ISBN 0-04-440162-0. მახვილის ადგილი ბოლომდე არ არის ცნობილი: ოჯახის წევრები იყენებენ მეორე მარცვლის მახვილს (tol-KEEN-ს და არა TOL-keen-ს). ამერიკულ სასაუბრო ვარიანტში ჟღერს ˈtoʊlkiːn. ასეთი წარმოთქმით წარმოიშვა ანალოგიები სიტყვებთან toll და polka, ან, იმიტომ, რომ ამერიკის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი [ɒ] და [ɔː] ტიპების ხმოვნებს არ იყენებს; ამიტომ მათ ფონოლოგიაში ეს არის ყველაზე ახლო ვარიანტი ბრიტანულ წარმოთქმასთან. უელსი, ჯონ. 1990. Longman pronunciation dictionary. ჰარლოუ: Longman, ISBN 0-582-05383-8
↑„Ash nazg gimbatul“. Der Spiegel (German) (35/1969). 25 August 1969. ციტატა: „Professor Tolkien, der seinen Namen vom deutschen Wort 'tollkühn' ableitet,... .“ Tolkien jokingly inserted himself as a "cameo" into The Notion Club Papers under the name Rashbold, a literal translation of tollkühn.
Coordenadas: 40° 25' 7 N, 3° 41' 30 O Palácio de CibelesTipo casa consistorial (d)paláciomonumentoCaracterísticasAltura 40 mConcepçãoData 1907RetençãoProprietário Câmara Municipal de MadridProprietário Câmara Municipal de MadridEstatuto patrimonial Bem de Interesse CulturalLocalização Madrid city (d)editar - editar código-fonte - editar Wikidata O Palácio de Cibeles em Madrid está situado junto à Fonte de Cibeles. Este edifício que é a estação central de corre...
Highway in South Carolina Interstate 585North Pine StreetI-585 highlighted in redRoute informationAuxiliary route of I-85Maintained by SCDOTLength2.25 mi[1][2] (3.62 km)Existed1962[citation needed]–presentNHSEntire routeMajor junctionsSouth end US 176 / US 221 / SC 9 in SpartanburgNorth end I-85 BL / US 176 near Spartanburg LocationCountryUnited StatesStateSouth CarolinaCountiesSpartanburg Highway system Int...
Alkitab, bahan utama Teologi Perjanjian Lama Teologi Perjanjian Lama merupakan bagian dari Teologi Kristen, secara khusus Teologi Biblika yang membahas tema-tema atau isu-isu teologis yang ada di dalam Alkitab Perjanjian Lama.[1] Sebagai bagian dari Teologi Biblika, Teologi Perjanjian Lama mempunyai suatu fungsi kritis yang dijalankan dalam dialog dengan gereja, tradisinya serta persoalan yang dihadapinya.[1] Sejarah dan Perkembangan Era Reformasi Gereja Teologi Perjanjian Lam...
Genus of birds Coccyzus Black-billed cuckoo (Coccyzus erythropthalmus) Scientific classification Domain: Eukaryota Kingdom: Animalia Phylum: Chordata Class: Aves Order: Cuculiformes Family: Cuculidae Genus: CoccyzusVieillot, 1816 Type species Cuculus americanus (yellow-billed cuckoo)Linnaeus, 1758 Species 13, see text Synonyms Hyetornis Saurothera Coccyzus is a genus of cuckoos which occur in the Americas. The genus name is from Ancient Greek kokkuzo, which means to call like a common cuckoo....
Hamadruas hieroglyphica Klasifikasi ilmiah Kerajaan: Animalia Filum: Arthropoda Kelas: Arachnida Ordo: Araneae Famili: Oxyopidae Genus: Hamadruas Spesies: Hamadruas hieroglyphica Nama binomial Hamadruas hieroglyphicaThorell, 1887 Hamadruas hieroglyphica adalah spesies laba-laba yang tergolong famili Oxyopidae. Spesies ini juga merupakan bagian dari genus Hamadruas dan ordo Araneae. Nama ilmiah dari spesies ini pertama kali diterbitkan pada tahun 1887 oleh Thorell. Laba-laba ini biasanya banya...
For the song by Kenny Chesney, see Beer in Mexico (song). Overview of beer in Mexico Two common Mexican beers: Modelo and Victoria History of beer in Mexico dates from the Spanish conquest of the Aztec Empire. While Mesoamerican cultures knew of fermented alcoholic beverages, including a corn beer, long before the 16th century, European style beer brewed with barley was introduced with the Spanish invasion soon after Hernán Cortés's arrival. Production of this beer here was limited during t...
Yigael YadinNama asliיגאל סוקניקLahir(1917-03-20)20 Maret 1917Yerusalem, Kekaisaran UtsmaniyahMeninggal28 Juni 1984(1984-06-28) (umur 67)Yerusalem, IsraelPengabdian Haganah Israel Defense Forces Lama dinas1932–52Pangkat Letnan jenderal Chief of Staff Perang/pertempuran Pemberontakan Arab di Palestina 1936–1939 Perang Dunia II Perang Palestina 1948 Pekerjaan lainArkeolog Yigael Yadin (Ibrani: יִגָּאֵל יָדִין, terlahir Yigael Sukenik (Ibrani: יג...
Castelli di Màzia di Sopra e di Sotto(Ober-) UntermatschUbicazioneStato attuale Italia RegioneTrentino-Alto Adige CittàMalles Coordinate46°40′58.01″N 10°36′41.75″E / 46.682781°N 10.611597°E46.682781; 10.611597Coordinate: 46°40′58.01″N 10°36′41.75″E / 46.682781°N 10.611597°E46.682781; 10.611597 Informazioni generaliTipoCastello Inizio costruzioneXI secolo Condizione attualeRovine VisitabileSi voci di architetture militari presenti ...
Film studio in Moscow, Russia (e. 1915) Gorky Film StudioTypeCorporationIndustryMotion picturesFounded1915; 108 years ago (1915)HeadquartersMoscow, RussiaKey peopleYuliana Slashcheva[1] (CEO)Lika Blank (general producer)Dmitry Pristanskov (chairman of the board of directors)ProductsMotion pictures Television programsWebsitewww.gorkyfilm.ru Gorky Film Studio (Russian: Киностудия имени Горького) is a film studio in Moscow, Russian Federation. By ...
This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Myrtle Beach High School – news · newspapers · books · scholar · JSTOR (February 2018) (Learn how and when to remove this template message) Public high school in Myrtle Beach, , South Carolina, United StatesMyrtle Beach High SchoolAddress3302 Robert Grissom Par...
Valeria Fedeli Ministro dell'istruzione, dell'università e della ricercaDurata mandato12 dicembre 2016 –1º giugno 2018 Capo del governoPaolo Gentiloni PredecessoreStefania Giannini SuccessoreMarco Bussetti Vicepresidente del Senato della RepubblicaDurata mandato21 marzo 2013 –12 dicembre 2016 PresidentePietro Grasso Senatrice della Repubblica ItalianaDurata mandato15 marzo 2013 –12 ottobre 2022 LegislaturaXVII, XVIII GruppoparlamentarePart...
Историческое государствоБрагунское княжествокум. Борагъан бийлик ← → около XVI в. — 1860-е гг. Столица Брагуны Язык(и) кумыкский Религия Ислам Население кумыки Форма правления Монархия Династия ханы Таймазовы Брагунское княжество, владение (кум. Борагъан бийлик)...
Questa voce sull'argomento sportivi finlandesi è solo un abbozzo. Contribuisci a migliorarla secondo le convenzioni di Wikipedia. Willem Kajander Nazionalità Finlandia Football americano Ruolo Wide receiver Squadra Helsinki Roosters Carriera Squadre di club 2021- Helsinki Roosters Palmarès Per maggiori dettagli vedi qui Atletica leggera Specialità Velocità Squadra Borgå Akilles Carriera Società Borgå Akilles Palmarès Competizione Ori Argenti Bronzi Europei Under...
Теорія інваріантів — розділ абстрактної алгебри, який вивчає дії груп на алгебраїчних многовидах з точки зору їх впливу на функції визначені на цих многовидах. Класично, теорія розглядає питання про явного опису многочленів, які не змінюються, або є інваріантними, відно...
Questa voce sull'argomento cestisti portoricani è solo un abbozzo. Contribuisci a migliorarla secondo le convenzioni di Wikipedia. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. Ángel Cruz Nazionalità Porto Rico Altezza 178 cm Peso 80 kg Pallacanestro Ruolo Playmaker Termine carriera 1993 Carriera Squadre di club 1977-1990 Ind. de Canóvanas3431991-1993 Titanes de Morovis56 Nazionale 1979-1990 Porto Rico Palmarès Campionati americani Oro Porto Rico 1980 Argen...
Union State Minister of Finance, Member of Parliament (Rajya Sabha) Bhagwat KaradMinister of State in the Ministry of FinanceIncumbentAssumed office 7 July 2021 (2021-07-07)Serving with Pankaj ChoudharyPrime MinisterNarendra ModiMinisterNirmala SitharamanPreceded byAnurag ThakurMember of Parliament, Rajya SabhaIncumbentAssumed office 3 April 2020ConstituencyMaharashtraMayor of AurangabadIn office29 April 2005 – 4 November 2006Preceded byKishanchand Ta...
Indian singer (1943–2023) Vani JairamVani in 2014BornKalaivani(1945-11-30)30 November 1945Vellore, Madras Presidency, British India(now Tamil Nadu, India)Died4 February 2023(2023-02-04) (aged 77)Chennai, Tamil Nadu, India[1]Other namesSouth Indian MeeraAlma materQueen Mary's College, ChennaiOccupationPlayback singerSpouse Jairam (m. 1969; died 2018)ParentsDuraisamy IyerPadmavathiAwardsPadma Bhushan (2023) National fi...
Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!