ჯერი როლინგსი (ინგლ. Jerry John Rawlings, დ. 22 ივნისი 1947 — გ. 12 ნოემბერი, 2020) — განის რესპუბლიკის სამხედრო, სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. სახელმწიფოს მეთაური 1979 და 1981—2001 წწ.
ბიოგრაფია
დაიბადა 1947 წელს წარმოშობით შოტლანდიელი ფარმაცევტის ოჯახში. დაასრულა განის სამხედრო აკადემია. 1978 წლიდან ლეიტენანტია. 1979 წლის 15 მაისს ჯერი როლინგსმა წარუმატებლად სცადა ამბოხება. დაპატიმრეს და ელოდა სასიკვდილო განაჩენი, მაგრამ მისმა დაპატიმრებამ ქვეყანაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და 4 ივნისს გაათავისუფლეს ჯარისკაცებმა ციხიდან და გამოაცხადეს სახელმწიფო გადატრიალების შესახებ. ხელისუფლებაში მოვიდა შეიარაღებული ძალების რევოლუციური საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჯერი როლინგსი. ჯერი როლინგსმა 1979 წელს აღიარა საჰარის არაბთა დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. 1979 წლის 24 სექტემბერს რევოლუციური საბჭოს მიერ ჩატარებული არჩვენების შემდეგ ხელისუფლება გადაეცა სამოქალქო პირს და პრეზიდენტი გახდა ჰილა ლიმანი.
1981 წლის 31 იანვარს, ღამით ჯერი როლინგსმა გამოაცხადა უსისხლო გადატრიალების შესახებ და ხელისუფლება დაიბრუნა. შეიცვალა ქვეყნის კონსტიტუცია და აიკრძალა ყველა პოლიტიკური პარტია. ხელისუფლება გადავიდა ეროვნული თავდაცვის დროებითი საბჭოს ხელში, რომელსაც კვლავ როლინგსი ჩაუდგა სათავეში. პოლიტიკური პარტიების მოქმედება დასაშვები გახდა მხოლოდ 1992 წელს.
საგარეო პოლიტიკაში მხარს უჭერდა სამხრეთ აფრიკის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და პანაფრიკანიზმს. თავად როლინგს დიდი წვლილი მიუძღვის ლიბერიაში სიტუაციის დარეგულირების საქმეში. სადაც ხუთი წელი მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი. გახდა ნ. აზიკივეს პრემიის ლაურეატი, რომელიც გადაეცა ქვეყნის ეფექტიანი მართვისა და შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლისათვის (1993 წ.). 2000 წელს უარი განაცხადა საპრეზიდენტო არჩევნებზე და წავიდა პოლიტიკიდან. თავის მემკვიდრედ კი დაასახელა ჯონ ატა მილსი.
ამჟამად კითხულობს ლექციებს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში (მათ შორის ოქსფორდში) და აკრიტიკებს თავისი ყოფილი პროტეჟეს ჯონ ატა მილსის პოლიტიკურ კურსს.
რესურსები ინტერნეტში