ხუნჯულაური — სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ნაბაკევის თემში. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ცხენისწყლის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 30 მეტრი, სამტრედიიდან 8 კილომეტრი. სოფელს ემსახურება დაბა კულაშის სკოლა. სოფელში დგას XVII საუკუნის მაცხოვრის შობის ტაძარი. სოფელი შედიოდა მიქელაძეების სათავადოში. სოფელში მოიპოვება ინერტული მასალა.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 285 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
370 |
170 |
200
|
2014[1] |
285 |
137 |
148
|
ლიტერატურა
- დვალაშვილი გ., გოგიშვილი მ., სამტრედიის მუნიციპალიტეტი, თბ., 2019, გვ., 65-67
სქოლიო