სამტრედიის მუნიციპალიტეტი — თვითმმართველი ერთეული იმერეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი სამტრედია.
ბუნება
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ძირითადი ნაწილი კოლხეთის დაბლობზე მდებარეობს, ხოლო მცირე ნაწილი საჯავახოს ზეგანზეა შეფენილი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიას შუაზე კვეთს მდინარერიონი, სხვა მნიშვნელოვანი მდინარეა გუბისწყალი.
ტემპერატურა მერყეობს +5 °C–დან (იანვარი) +25 °C გრადუსამდე (ივლისი). ნალექების მაქსიმალური რაოდენოაბა ოქტომბერ-დეკემბერში ფიქსირდება (160 მმ.), მინიმალური კი - მაისში (20 მმ.).
მუნიციპალიტეტში ოთხი საავადმყოფო მოქმედებს: რაიონული (გათვლილია 50 საწოლზე), ბავშვთა და ბავშვთა და დედათა (გათვლილია 40 საწოლზე) საავადმყოფოები და მოზრდილთა პოლიკლინიკა. ოთხივე საავადმყოფო არსებობს შპს-ს ფორმით. ყველა მათგანი განთავსებულია ქალაქ სამტრედიაში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედებს 7 სადაზღვევო კომპანია.
განათლება
სამტრედიაში სკოლამდელ დაწესებულებებს ხელმძღვანელობს ააიპ მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება, რომლის შემადგენლობაში შედის 20 ბაგა-ბაღი, ამათგან 11 ქალაქში, ხოლო 9 - სოფლებში. ბაღებს ემსახურება 50 პედაგოგი. სულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება ემსახურება 1005 აღსაზრდელს და უზრუნველყოფს მათ უფასო კვებას, აღზრდა-მომზადებას სასკოლოდ.
სამტრედიაში 16 საჯარო სკოლაა, აქედან 7 ქალაქ სამტრედიაში, ხოლო 9 - სხვადასხვა სოფელში.