|
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წიფორი.
|
წიფორი (ყოფ. ზემო გულავერი) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის ბოლნისის მუნიციპალიტეტში, დარბაზის თემში.[1] მდინარე გეტისწყლის (მაშავერის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 850 მეტრი. ბოლნისიდან 22 კმ.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 182 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
522 |
259 |
263
|
2014[1] |
182 |
92 |
90
|
ლიტერატურა
სქოლიო