ჩილეს მიწისძვრა – ძლიერი მიწისძვრაჩილეს სანაპიროსთან, 2010 წლის 27 თებერვალს. გამოიწვია ადამიანის მსხვერპლი, ნგრევა და ცუნამის ფორმირება. იგი გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა. ეპიცენტრი მდებარეობდა ბიო-ბიოს რეგიონის დედაქალაქ კონსეფსიონიდან, ქვეყნის სიდიდით მეორე აგლომერაციიდან, 90 კმ-ზე.
წარმოქმნილმა ცუნამიმ იმსხვერპლა რამდენიმე ადამიანი მაულეს რეგიონის კუნძულებზე. განმეორებითი ბიძგები 8.0 მაგნიტუდის სიძლიერისა აღინიშნა 28 თებერვალს და 1 მარტს. 11 მარტს კვლავ განმეორდა მიწისძვრა 7.2 მაგნიტუდის სიძლიერის. კვლავ შეიქმნა საფრთხე ცუნამის წარმოქმნისა.[3][4]