შუა როკის მეოთხე კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა როკში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
კოშკი აგებულია მოწითალო ფერის ფლეთილი ქვით, დღეს-დღეობით ხუთი სართულია შემორჩენილი. პირველი სართული ამოვსებულია ქვით, მეორე სართულის ჩრდილოეთ კედელში გაჭრილია თაღოვანი შესასვლელი. შეინიშნება დუღაბის კვალი, კოშკის ირგვლივ მიწის დონე აწეულია.
ლიტერატურა
- შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004