რეფერენდუმი შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ ჩატარდა 2014 წლის 18 სექტემბერს.[1] შეთანხმებას რეფერენდუმის ჩატარების შესახებ გაერთიანებული სამეფოსა და შოტლანდიის მთავრობებმა მიაღწიეს 2013 წლის 21 მარტს,[2][3]შოტლანდიის პარლამენტმა დაამტკიცა 2013 წლის 14 ნოემბერს, ხოლო სამეფო სანქცია მიიღო იმაწლის 17 დეკემბერს.[4] რეფერენდუმის შეკითხვა, რომელიც დიდი ბრიტანეთის საარჩევნო კომისიამ მიიღო, იყო ასეთი: „უნდა იყოს შოტლანდია დამოუკიდებელი ქვეყანა?“ (Should Scotland be an independent country?)[5] რეფერენდუმის ელექტორატს შეადგენდა დაახლოებით 4,1 მილიონი ადამიანი (16 წლის ზევით), რომელთაგან მონაწილეობა 3 623 344 ამომრჩეველმა (84.59 %) მიიღო.[6]