შიაულიაის საერთაშორისო აეროპორტი (ლიეტ. Tarptautinis Šiaulių oro uostas) აგრეთვე ცნობილი როგორც ზოკნიაის აეროპორტი (ლიეტ. Zoknių oro uostas) (IATA: SQQ, ICAO: EYSA) — საერთაშორისო აეროპორტი ლიეტუვაში. ის ამავდროულად ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო აეროპორტია ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე. მდებარეობს ქალაქ შიაულიაიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 7 კმ-ში. 2008 წელს გატარებულ მგზავრთა რაოდენობამ 1 184 კაცი შეადგინა.