* ოკეანეთის საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებული ხვდება აზიის საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულს.
შენიშვნა (კაცები): კანადა და აშშ ტურნირზე კვალიფიცირდნენ ჩრდილოეთ ამერიკისა და კარიბების 2 თავისუფალი ადგილის შევსებით.
ზიმბაბვე და ტუნისი ტურნირზე კვალიფიცირდნენ აფრიკის 2 თავისუფალი ადგილის შევსებით.
ავსტრალია და ტონგა ტურნირზე კვალიფიცირდნენ ოკეანეთის 2 თავისუფალი ადგილის შევსებით.
პორტუგალია, ესპანეთი, საფრანგეთი, საქართველო და შოტლანდია ტურნირზე კვალიფიცირდნენ ევროპის 5 თავისუფალი ადგილის შევსებით.
იაპონია, ჰონგ-კონგი და ფილიპინები ტურნირზე კვალიფიცირდნენ აზიის 3 თავისუფალი ადგილის შევსებით.
ურუგვაი ტურნირზე კვალიფიცირდნენ სამხრეთ ამერიკის 1 თავისუფალი ადგილის შევსებით.
შენიშვნა (ქალები): კანადა ტურნირზე კვალიფიცირდნენ NACRA-ის შიდა შესარჩევი ეტაპის მიხედვით ჩრდილოეთ ამერიკისა და კარიბების 1 თავისუფალი ადგილის შევსებით.
ტუნისი ტურნირზე კვალიფიცირდნენ აფრიკის 1 თავისუფალი ადგილის შევსებით.
ინგლისი, ირლანდია, ესპანეთი, საფრანგეთი და ნიდერლანდი ტურნირზე კვალიფიცირდნენ ევროპის 5 თავისუფალი ადგილის შევსებით.
ფიჯი, იაპონია, და ჩინეთი ტურნირზე კვალიფიცირდნენ AFRU-ის შიდა შესარჩევი ეტაპის მიხედვით აზიისა და ოკეანეთის 3 თავისუფალი ადგილის შევსებით.
ბრაზილია ტურნირზე კვალიფიცირდნენ CONSUR-ის შიდა შესარჩევი ეტაპის მიხედვით სამხრეთ ამერიკის 1 თავისუფალი ადგილის შევსებით.
(აკ) წარმოდგენილნი არიან შვიდკაცა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე ავტომატურად კვალიფიცირებული ნაკრებები.
კენჭისყრა
ნაკრებების კალათებში განაწილება მოხდა 2013 წლის 25 თებერვალს, ხოლო კენჭისყრა 28 თებერვალს.
კაცების 24 ნაკრები განაწილდა 4 კალათაში, 2010-11 და 2011-12 წლებში HSBC-ის შვიდკაცა მსოფლიო სერიაში მიღებული ქულების მიხედვით და 2012-13 წლების მიმდინარე სეზონის პირველი 5 ეტაპის მიხედვით.[4][5]