შვედური სამეფო დრამატული თეატრი

სამეფო დრამატული თეატრი

სამეფო დრამატული თეატრი (შვედ. Kungliga Dramatiska Teatern), შვედეთში ცნობილია როგორც Dramaten. თეატრის რვა მოქმედ სცენაზე წლიურად ათასამდე სპექტაკლს წარმოადგენენ. თეატრს თავის ამჟამინდელ არტ ნუვოს სტილის შენობაში 1908 წლიდან უდევს ბინა. შენობის არქიტექტორია ფრედრიკ ლილიეკვისტი. დეკორაციების შესრულებისას ცნობილი მსახიობები კარლ მილერსი და კარლ ლარსონი უფლისწულ ეუგენთან ერთად იღებდნენ მონაწილეობას.

თეატრის სამსახიობო სკოლაში Dramatens elevskola, არაერთი გამოჩენილი ხელოვანი სწავლობდა: გრეტა გარბო, ინგრიდ ბერგმანი, მაქს ფონ ზიუდოვი და სხვა.

სამსახიობო სკოლა მცირე ინსტიტუტებად 1967 წელს დაიყო.

ისტორია

XIV-XVI სს-ში შვედეთში გავრცელდა სასკოლო თეატრები, XVI საუკუნის დასასრულიდან იმართებოდა წარმოდგენები მეფის სასახლეში. პირველი სასახლის თეატრი გაიხსნა სტოკჰოლმში 1649 წელს, ხოლო პირველი ეროვნული თეატრი იყო უფსალის სტუდენტური თეატრი (1682-91). გუსტავ III-ის დროს შეიქმნა ხალხისათვის ხელმისაწვდომი პირველი თეატრები გეტებორგსა (1779) და სტოკჰოლმში (1788). XIX საუკუნის 70-იან წლებამდე სცენაზე ბატონობდა ფრანგული ვოდევილი, ა. კოცებუნის ფსევდოისტორიული ტრაგედიები და სხვა. 70-იან წლებში კერძო და სახელმწიფო თეატრის რეპერტუარში დამკვიდრდა „ახალი დრამა“ (მ. შ. ჰ. იბსენი და ბ. ბეირნსონი). რეალიზმის განმტკიცება დაკავშირებულია დრამატურგთან და თეატრის თეორეტისკოსთან ა. სტრინდბერგთან, რომელმაც რეჟ. ა. ფალკთან ერთად 1907 წელს სტოკჰოლმში გახსნა ინტიმური თეატრი (არსებობდა 1910 წლამდე). XX საუკუნის I ნახევარში ცნობილი რეჟისორი იყო უ. მულანდერი. 30-იან წლებში თეატრში მოვიდა ა. შებერგი, ხოლო 40-იან წლებში — ი . ბერგმანი. 50-იან წლებში აღმოცენდა კერძო თეატრები. სახელმწიფო თეატრის სცენაზე ძირითადად დგამდნენ კლასიკასა და საზღვარგარეთის დრამატურგების ჟ. პ. სარტრის, ჟ. ანუის, ა. მილერის, ტ. უილიამსის, ჯ. ოსბორნის პიესებს. 60-იან წლებში პოპულარული გახდა ბ. ბრეხტი. ბოლო წლებში შვედურ თეატრში აღმოცენდა ახალი მიმდინარეობა — „თავისუფალი დასები“.

1980 წელს ახალი მიმდინარეობის წარმომადგენლებმა სტოკჰოლმში გამართეს თეატრალური ფესტივალი. თანამედროვე შვედური თეატრის ცნობილი მსახიობები არიან ი. ტიტბლადი (გ. 1975), ე. იუსეფსონი, გ. ვოლგრენი, ა. ეკი, ე, დალბეკი, ტ. პავლო, ს. რუდი, პ. ოსკარსონი და სხვა.

ლიტერატურა

იხილეთ აგრეთვე

რესურსები

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!