ყირგიზეთის პრეზიდენტი — ყირგიზეთის სახელმწიფოს მეთაური, მოსახლეობა ირჩევს 6 წლის ვადით. ერთი და იგივე პიროვნება არ შეიძლება აირჩიონ ორჯერ. პრეზიდენტად შეიძება აირჩიონ ყირგიზეთის მოქალაქე არანაკლებ 35 წლისა და არაუმეტეს 70 წლის ასაკისა, უნდა ფლობდეს სახელმწიფო ენას და უნდა ცხოვრობდეს ქვეყანაში მინიმუმ 15 წელი.
პრეზიდენტის უფლებები
კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტი მნიშვნელოვან ფუნქციებს ფლობს:
ნიშნავს პრემიერ-მინისტრს და მთავრობის სხვა წევრებს.
წარადგენს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს წევრებს.