ღადამი, ადამი — იბერიის მეფე II ს-ის დასასრულს. ღადამის მეფობით სრულდება ორმეფობა ქართლში. მას „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ უწოდებს ღადამს, „მეფეთა ცხოვრება“ – ადამს. ლეონტი მროველის მიხედვით ღადამი მეფობის მესამე წელიწადს გარდაიცვალა და დარჩა 1 წლის მემკვიდრე ფარსმანი. მისი ყრმობის პერიოდში ქართლში მეფობდა ღადამის მეუღლე და ფარსმანის დედა ღადანა. პავლე ინგოროყვას აზრით ღადამი მეფობდა 161–164 წლებში, ხოლო ღადანა – 164–180 წლებში.[5]სერგი გორგაძის აზრით ღადამი მეფობდა 146 წელს მცირე ხნით.
↑ვახუშტი ბატონიშვილი "საქართველოს ისტორია", გამოცემა გ. დ. ქართველიშვილისა. განმარტებული და შევსებული ახლად შეძენილის არხეოლოგიურისა და ისტორიულის ცნობებით დ. ზ. ბაქრაძის მიერ. ტფილისი, 1885. გვ. გ.