მეფეთა ცხოვრება ამ წყვილის მეფობას შეცდომით ახ. წ. I საუკუნით ათარიღებს. მას მისდევენ, ს. გორგაძე და პ. ინგოროყვა. ს. გორგაძე ქარძამ/ქართამს მითრიდატე I–თან აიგივებს. პ. ინგოროყვამ არმაზის ნეკროპლში აღმოჩენილ ბერსუმა პიტიახშის ლანგარზე ამოკვეთილი ინიციალები ბ.პ.ქ. წაიკითხა, როგორც ბ(ერცუმ) პ(იტიახში) ქ(ართამის ძჱ). ეს ბერცუმი, მისი აზრით, ბრატმან/ბარტომი უნდა იყოს.
გიორგი მელიქიშვილი და გურამ მამულია ქარძამი–ბრატმანის წყვილიდ მეფობას ძვ. წ. II საუკუნის 60–იანი წლებით ათარიღებენ, რაც ძირითადად, გაზიარებულია მეცნიერებაში.
საქართველოს მეფეები, მ. ლორთქიფანიძის და რ. მეტრეველის რედაქციით, თბ., 2000
გ. მელიქიშვილი, ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხისათვის. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის შრომები, 1958, ტ. 4, ნაკვ. I;
გ. მელიქიშვილი, ქართლის (იბერიის) მეფეთა სიებში არსებული ხარვეზის შესახებ, მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 1978, №3;
პ. ინგოროყვა, ძველ–ქართული მატიანე „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია. საქ. სახ. მუზეუმის მოამბე, 1941, ტ. XI-BB;
გ. მამულია, კლასობრივი საზოგადოება და სახელმწიფოს ჩამოყალიბება ძველ ქართლში, თბ., 1979;
ს. გორგაძე, წერილები საქართველოს ისტორიიდან, ძველი საქართველო I, ე. თაყაიშვილის რედაქტორობით, 1909, ნაწ. II.