ქალი ყარყუმით (იტალ. La dama con l'ermellino) — 1485 წელს შესრულებული, ლეონარდო და ვინჩის ნახატი. ნახატზე გამოსახულია ჩეჩილია გალერანი, მილანის ჰერცოგის ლოდოვიკო სფორცას მატრესა ყარყუმით ხელში.
მიუხედავად დაზიანებისა — უკანა ფონზე კარები გადახატულია, ქალის თითები წაშლილი და ვუალი მოდელის თავზე გადაკეთებულია ექსტრავაგანტულ ვარცხნილობად — სურათი ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახულთაგანია ლეონარდოს ნახატებიდან.
Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!