ყარყუმი (ლათ. Mustela erminea) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კვერნისებრთა ოჯახისა. მამლის სხეულის სიგრძე 25 სმ აღწევს (დედალი უფრო პატარაა). ზაფხულობით მურა-წითელი ბეწვი აქვს, ზამთარში — თეთრი, კუდის ბოლო მუდამ შავია.
ფართოდაა გავრცელებული ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. იკვებება თაგვისებრი მღრღნელებით და წვრილ-წვრილი ფრინველებით, ზოგჯერ თავს ესხმის კურდღელს და სხვა ცხოველებს.
ყრის 5-8 ნაშიერს. სარგებლობა მოაქვს თაგვისებრი მღრღნელების განადგურებით. ბეწვის გამო რეწვის ობიექტია.
ლიტერატურა