ქალები ბოსნია და ჰერცეგოვინაში

ქალები ბოსნია და ჰერცეგოვინაში აღწერს ქალების მდგომარეობას ბოსნია და ჰერცეგოვინაში.

თანამედროვე მდგომარეობა

აგროკულტურის განვითარების საერთაშორისო ფონდის კვლევის თანახმად, ბოსნიელმა ქალებმა განიცადეს სამგვარი ტრანსფორმაცია ბოსნიის ომის შედეგად – საომარი, ეკონომიკური და პოლიტიკური.[1] ქალების როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში დადაბლდა, რადგან საომარი მდგომარეობის გამო, ქალებს უმეტესად ოჯახური კერის მიხედვა ევალებოდათ. ასევე წამოიწია რელიგიურმა ფაქტორმა, რომელიც კომუნისტურ პერიოდში მიჩქმალული იყო, ასე რომ მრავალმა ქალმა, განსაკუთრებით არაურბანულ ზონებში თავად გადაწყვიტა უარი ეთქვა აქტიურ საჯარო ცხოვრებაზე და წამყვანი როლი მამაკაცებს გადააბარა. ქალების ნაწილმა ქვეყანა დატოვა და უკეთესი მომავლის საძებნელად უცხოეთს მიაშურა.[2]

ომის პერიოდი

ომის პერიოდში ქალები არანაკლებ ხდებოდნენ ძალადობის მსხვერპლი, ვიდრე მამაკაცები. განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ სერბული ფორმირებები ბოსნიელი ქალების მიმართ: სერბული არმია, პოლიცია, მოხალისეთა ფორმირებები და ადგილობრივი სერბებიც კი, რომლებმაც სამხედრო უპირატესობის გამო მალევე შეძლეს ქვეყნის ტერიტორიის 70%-ის დაკავება, ძარცვავდნენ მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენილ არასერბებს, აიძულებდნენ უარი ეთქვათ ქონებაზე და დაეტოვებინათ ის მხარე, უარის შემთხვევაში კლავდნენ ან გადაჰყავდათ საკონცენტრაციო ბანაკებში, სადაც ქალებსა და კაცებს აცალკევებდნენ, ქალები და გოგონები დატყვევებული იყვნენ საშინელ პირობებში ყოფილ სტადიონებზე, სამრეწველო შენობებში ან არმიის ყაზარმებში, სადაც მათ ყველანაირად ამცირებდნენ, მათ შორის მრავალჯერ აუპატიურებდნენ. არსებობდა დატყვევების ადგილები, სადაც მსურველი სერბი ჯარისკაცი ან პოლიციელი მიდიოდა, არჩევდა გოგონებს და შემდეგ "თამაშობდა" მათთან.[3][4] სხვადასხვა მონაცემებით ომის დროს 12დან 50 ათასამდე ქალი იქნა გაუპატიურებული.[5][6]

კანონმდებლობა

2003 წელს მიღებულ იქნა კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, რომელიც გენდერული თანასწორობის დასავლურ მოდელს ამკვიდრებს ქვეყანაში. შემოღებული იქნა კვოტა, რომლის მიხედვითაც კანდიდატების მინიმუმ 30% უნდა იყოს ქალი.[7]

სქოლიო

  1. In post-conflict Bosnia and Herzegovina, women are a driving force for change, IFAD
  2. Bosnia and Herzegovina gender profile დაარქივებული 2015-10-20 საიტზე Wayback Machine. , IFAD, 5 March 2007.
  3. PROSECUTOR V DRAGOLJUB KUNARAC, RADOMIR KOVAC AND ZORAN VUKOVIC
  4. The Prosecutor v. Gojko Janković & Radovan Stanković
  5. Wood, Elisabeth J. (2013) რედ. Miranda A.H Horvath, Jessica Woodhams: Handbook on the Study of Multiple Perpetrator Rape: A multidisciplinary response to an international problem. Routledge. ISBN 978-0-415-50044-9. 
  6. Crowe, David M. (2013) War Crimes, Genocide, and Justice: A Global History. Palgrave Macmillan. ISBN 978-0-230-62224-1. 
  7. Howard, Emma. The Women of Bosnia & Herzegovina, the guardian, guardian.co.uk, 30 May 2012.

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!