იოჰან ვოლფგანგ გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტი (ინგლ. Johann Wolfgang Goethe-Universität Frankfurt am Main) — სახელმწიფო უნივერსიტეტი გერმანიაში, ფრანკფურტში. დაარსდა 1912 წელს, ხოლო გაიხსნა 1914 წელს. შედის გერმანიის 10 უმსხვილეს უნივერსიტეტს შორის. ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტს აქვს 4 კამპუსი: ვესტენდი, ბოკენჰაიმი, რიდბერგი და ნიდერადი. თითოეულ მათგანს ემსახურება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.