ფარაფრა (არაბ. الفرافرة) — უმცირესი ოაზისი დასავლეთ ეგვიპტეში. მდებარეობს დასავლეთ ეგვიპტის უდაბნოს ტერიტორიაზე. 2002 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 5,000 ადამიანს შეადგენს. მათი უმრავლესობა ადგილობრივი ბედუინია.
ფარაფრას მთავარ ღირსშესანიშნაობას თეთრი უდაბნო წარმოადგენს, რომელიც მისგან 45 კმ-ით ჩრდილოეთით მდებარეობს. უდაბნო თეთრი ფერისაა და მოიცავს ცარცის კლდეებს, რომლებიც ქვიშიანი ქარების ზემოქმედებითაა წარმოქმნილი.