მდინარე ურუგვაი გაედინება სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე. მიედინება ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ და აყალიბებს ბრაზილიის , არგენტინისა და ურუგვაის საზღვრებს ერთმანეთთან მიმართებაში. არგენტინის პროვინცია მესოპოტამიას გამოყოფს ამ ორი ქვეყნისგან. სათავეს იღებს ბრაზილიაში მდინარეების - კანოტასის და პელოტასის შერთვის შედეგად. მდინარის სიგრძეა 1,600 კმ. ატლანტის ოკეანესთან შერთვამდე, მდინარე პარანასთან ერთად, წარმოქმნის რიო-დე-ლა-პლატის შესართავს.
ჩანჩქერი მოკონა მდინარე ურუგვაიზე ბრაზილიისა და არგენტინის საზღვართან.
ურუგვაის მთავარი შენაკადია მდინარე რიო-ნეგრო . მდინარე დიდი ენერგეტიკული პოტენციალით გამოირჩევა და მასზე რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურია აგებული. ურუგვაის აუზის ფართობია 365,000 კმ².
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში