უოლფიშ-ბეი (აფრ. Walvisbaai, ინგლ. Walvis Bay, Walfish Bay, ვეშაპების ყურე) — ქალაქი აფრიკის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე და ნამიბიის მთავარი პორტი. 2011 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 62 096 ადამიანს[1]. ფართობი — 32,5 კმ²[2]
ისტორია
XIX საუკუნის ბოლოდან, უოლფიშ-ბეი დაიპყრო დიდმა ბრიტანეთმა რეგიონში გერმანიის გეგმების საწინააღმდეგოდ. მას შემდეგ პორტი ეკუთვნოდა დიდ ბრიტანეთს, ხოლო შემდეგ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას.
როდესაც 1915 წელს სამხრეთ აფრიკის კავშირმა დაიპყრო სამხრეთ-დასავლეთი აფრიკა, უოლფიშ-ბეიც მის შემადგენლობაში შეიყვანა. სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებამ პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ უოლფიშ-ბეი არ დააბრუნა უკან კაპის კოლონიის შემადგენლობაში, რადგანაც მთელი სამხრეთ-დასავლეთი აფრიკა ისედაც დარჩა სამხრეთ აფრიკის კავშირის მმართველობის ქვეშ. იმის მაგივრად, რომ პორტი უკან დაბრუნებულიყო, 1921 წელს მასზე დაწესდა პირდაპირი მმართველობა სამხრეთ აფრიკიდან.
ეს გადაწყვეტილება და ასევე თითქოს ფორმალობა, სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებისათვის აღმოჩნდა დიდი შეცდომა — 1960 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მიღებული დეკლარაციით დეკოლონიზაციის შესახებ სამხრეთ-დასავლეთი აფრიკის მთელ ტერიტორიას იმ მომენტში არსებულ საზღვრებში უნდა მიეღო დამოუკიდებლობა. 1970-იან წლებში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლების ცდებმა ისევ ჩაერთო უოლფიშ-ბეი კაპის კოლონიის შემადგენლობაში ვერანაირი შედეგი ვერ მოიტანა, რადგანაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა, რომლებიც ისედაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის აპართეიდის რეჟიმის წინააღმდეგ იყვნენ განწყობილები, მხარი დაუჭირეს ნამიბიის ტერიტორიულ მთლიანობას. უოლფიშ-ბეი ნამიბიას გადაეცა 1994 წელს.
მოსახლეობა
უოლფიშ-ბეი — თანამედროვე საპორტო ქალაქია შერეული მოსახლეობით; აქ ცხოვრობს ქვეყნის ცენტრალური და სამხრეთი რეგიონებიდან ბევრი გადმოსახლებული, მაგრამ ადგილობრივი მაცხოვრებლების უმრავლესობას შეადგენენ სამუშაოდ ჩამოსული ადამიანები ანგოლიდან, რომლებიც მუშაობენ პორტში.
ეკონომიკა
პორტი თევზსაჭერი ფლოტის უზარმაზარი ბაზაა, რომელიც თევზს აწვდის როგორც ქალაქის თევზის გადამამუშავებელ საწარმოებს, ასევე მოტივტივე თევზის საკონსერვო ქარხნებს ღია ზღვაში. რკინიგზით დაკავშირებულია ნამიბიის დედაქალაქ — ვინდჰუკთან.
ქალაქიდან სამხრეთში, სანაპიროს გასწვრივ, იწყება ალმასის ზონა, სადაც მოგზაურობა აკრძალულია.
დამეგობრებული ქალაქები
უოლფიშ-ბეი დამეგობრებულია შემდეგ ქალაქებთან:
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- Silverman, Melinda: Between the Atlantic and the Namib. An Environmental History of Walvis Bay დაარქივებული 2007-07-06 საიტზე Wayback Machine. , NWG, Windhoek 2004 — Namibiana Buchdepot
- de Beer, Charles: Namibia Marine Life დაარქივებული 2019-09-24 საიტზე Wayback Machine. , @tidude Graphix, Swakopmund o.J. — Namibiana Buchdepot
- Heemstra, Phillip; Smith, Margaret M.: Smith's Sea Fishes[მკვდარი ბმული], Struik Publishers, Cape Town 2003
- Bridgeford, P. and M.: Cape Cross დაარქივებული 2019-09-24 საიტზე Wayback Machine. , Walvis Bay 2002 — Namibiana Buchdepot
- Vogt, Andreas: National Monuments in Namibia[მკვდარი ბმული], Gamsberg Macmillan, Windhoek 2004 — Namibiana Buchdepot
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო