უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია

ბართლომე I ხელს აწერს ტომოსს. მის უკან დგას მიტროპოლიტი ეპიფანე.

2018 წლის 11 ოქტომბერს, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდმა განაცხადა იმის თაობაზე, რომ უკრაინის ეკლესიას შესაძლოა ავტოკეფალია მიეღო.[1] ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ მსოფლიო საპატრიარქოსთან ერთობის გაწყვეტა, რომელიც მოინიშნა როგორც მოსკოვ-კონსტანტინოპოლის სქიზმა. 2018 წლის 15 ოქტომბერს გამაერთიანებელ კრებაზე გამოაცხადეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნა. 2019 წლის 5 იანვარს, წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარში, ბართლომე I-მა, კონსტანტინოპოლისა და მსოფლიოს პატრიარქმა, ხელი მოაწერა ტომოსს, რითაც უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას მიენიჭა ავტოკეფალია (თვითმმართველობა) და იგი ოფიციალურად ჩამოყალიბდა.[2]

სქოლიო

  1. Announcement (11/10/2018). - Announcements - The Ecumenical Patriarchate. Ecumenical Patriarchate (11 October 2018). ციტატა: „The Holy Synod discussed in particular and at length the ecclesiastical matter of Ukraine, in the presence of His Excellency Archbishop Daniel of Pamphilon and His Grace Bishop Hilarion of Edmonton, Patriarchal Exarchs to Ukraine, and following extensive deliberations decreed:
    1) To renew the decision already made that the Ecumenical Patriarchate proceed to the granting of Autocephaly to the Church of Ukraine. [...]
    4) To revoke the legal binding of the Synodal Letter of the year 1686 [...]“ ციტირების თარიღი: 12 October 2018.
  2. Patriarch Bartholomew signs Tomos of autocephaly of Orthodox Church of Ukraine (5 January 2019). ციტირების თარიღი: 2019-01-05

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!