ავტოკეფალია

ავტოკეფალია (ბერძნ. ავტოს – თვითონ და კეფალე – თავი) — დამოუკიდებელი მართლმადიდებლური ადგილობრივი ეკლესია, რომელიც იერარქიულად ცალკე მდგომი ერთეულია.

პირველი ავტოკეფალიური ეკლესიები წარმოიქმნა რომის იმპერიაში და მის მეზობელ ქვეყნებში. ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ავტოკეფალიად ითვლებოდა რომის პროვინციების საეპისკოპოსოები, რომელთა მეთაურები ემორჩილებოდნენ უშუალოდ რომის იმპერატორს და მსოფლიო საეკლესიო კრებას. ავტოკეფალიის მქონე ეპისკოპოსები ისხდნენ პროვინციების მთავარ ქალაქებში — მეტროპოლიებში, ამიტომ ზოგიერთი მათგანი მიტროპოლიტად იწოდებოდა. IV საუკუნიდან მიტროპოლიტები და ეპისკოპოსები დაექვემდებარნენ დიოცეზების დედაქალაქთა ეპისკოპოსებს, რომელთაგან ზოგმა პატრიარქის ტიტული მიიღო. V საუკუნეში ეკლესიის მეთაურებად ითვლებოდა ხუთი პატრიარქი, ანუ პაპი: რომის, კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის, იერუსალიმის და ალექსანდრიისა. აღმოსავლეთის ეკლესიაში პირველი ადგილი დაიმკვიდრა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, რომელიც იმპერატორთა მფარველობის შემწეობით დაწინაურდა. VII საუკუნიდან დაიწყო აღმოსავლეთის დანარჩენ საპატრიარქოთა დაკნინება, რაც არაბების დაპყრობებით იყო გამოწვეული. დაიწყო არაბერძნული ავტოკეფალური ეკლესიების ჩამოყალიბება, რასაც ბიზანტიის იმპერატორები და პატრიარქები ეწინააღმდეგებოდნენ.

V საუკუნიდან მოიპოვა ავტოკეფალია ქართულმა ეკლესიამ. V-VII საუკუნეებში ავტოკეფალია მიიღო კვიპროსის ეკლესიამ. 1448 წელს ავტოკეფალური გახდა რუსეთის ეკლესია. XIX საუკუნის I ნახევარში ავტოკეფალია მიიღო საბერძნეთის (ელადის) ეკლესიამ. XIX საუკუნის II ნახევარში შეიქმნა ბულგარეთის, სერბეთისა და რუმინეთის ავტოკეფალური ეკლესიები.

ამჟამად არსებობს 16 ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესია: ალბანეთის, ალექსანდრიის, ამერიკის, ანტიოქიის, ბულგარეთის, ელადის, იერუსალიმის, კვიპროსის, კონსტანტინოპოლის, პოლონეთის, რუმინეთის, რუსეთის, საქართველოს, სერბეთის, უკრაინისა და ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიები.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!